დავით X: განსხვავება გადახედვებს შორის

2,013 ბაიტი დაემატა ,  10 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის შეცვლა: fr:David VIII de Karthli)
{{მმართველი
|ქვეყანა = [[ქართლის სამეფო|ქართლის]]
|თანამდებობა = მეფე
|სახელი = დავით X
|ორიგინალური სახელი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|პორტრეტი =
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = [[1505]]
|მმართველობის დასასრული = [[1525]]
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]]
|მემკვიდრე =[[გიორგი IX]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[1482]]
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[1525]]
|გარდაცვალების ადგილი = [[თბილისი]]
|ქორწინება = 1.ნესტან-დარეჯანი (მირანგული)
2.თამარი
|შვილები = 3 ქალიშვილი და 5 ვაჟიშვილი 1.[[ლუარსაბ I]]
2. დიმიტრი
3.ბეჟანი
4.ადარნასე
5.რამაზი
|დინასტია = [[ბაგრატიონები]]
|მამა = [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]]
|დედა =თამარი

'''დავით X''' (გ. [[1526]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1505]]-[[1525]], [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II-ის]] ძე.

მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, [[1509]] აგვისტოში იმერეთის მეფემ [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II-მ]] დაიპყრო [[გორი|ქ. გორი]] და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ [[1510]] დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გიორგი II]] (ავგიორგი). [[1513]], როცა ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი [[ლევანი]] მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. [[1518]] ქართლს ირანელები შემოესიენ [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ I-ის]] მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო [[კახეთი]]. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. [[1522]] დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ [[თელეთის ბრძოლა 1522|თელეთის ბრძოლაში]] დამარცხდა. თბილისის ციხეში [[ყიზილბაშები]] ჩადგნენ. [[1524]], ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ [[თბილისი]] აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. [[1525]] ტახტი თავის ძმას — [[გიორგი IX|გიორგის]] გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.

{{ბიო}}
{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა|წინამორბედი= [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]] | ტიტული=[[ქართლის მეფე]] | წლები=[[1505]] - [[1525]]| შემდეგი = [[გიორგი IX]]}}
{{დაასრულე დაფა}}
{{ბიო}}

[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
12,235

რედაქტირება