C Sharp: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 116:
get თანამონაწილეს არ გააჩნია არანაირი პარამეტრი და აბრუნებს იგივე ტიპს როგორიც არის თვითონ თვისება. set თანამონაწილეში ის ერთი პარამეტრი რომელსაც კომპილატორი მოელოდება არის ამ თვისების მნიშვნელობა.
 
==ანონიმური ტიპები==
 
C# 2008 მოყოლებული შესაძლებელია ცვლადის გამოხატვა და კომპილატორისათვის მისი ტიპის დადგენის დავალება. ამ ახალი თვისების გამოსაყენებლად იყენება var სიტყვა.
 
მაგალითად
 
var x = 10;
 
ამ გამოსახულების გაანალიზებისას კომპილატორი თავისით დაადგენს x ცვლადის ტიპს. ცვლადის ტიპი დგნინდება მისსადმი მინიჭებული მნიშვნელობის ტიპისაგან. ჩვენს შემთხვევაში ეს გამოსახულება
 
int x = 10;
 
ის ტოლფასია.
 
var სიტყვის new სიტყვასთან გამოყენებისას შეგვიძლია შევქმნათ ანონიმური ტიპები. ეს ტიპები წარმოადგენენ უსახელო object კლასიდან წარმოებულ კლასებს.
 
მაგალითად
 
var adamiani = new { Saxeli = "Shota", Gvari = "Rustaveli"};
 
გამოსახულება ქმნის ობიექტს Saxeli-ს და Gvari-ს თვისებებით.
 
თუ ჩვენ შევქმნით სხვა ობიექტს როგორიცაა
 
var pexburteli = new { Saxeli = "Shota" Gvari = "Arveladze"};
 
adamiani-ს და pexburteli-ს ტიპი ერთი და იგივე ტიპს გამოხატავს. ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია შემდეგი გამოსახულება:
 
adamiani = pexburteli;
 
ამ ობიექტების ტიპის სახელი არ არის ნაცნობი. კომპილატორი თავისით იგონებს ტიპის სახელს და მხოლოდ მას შეუძლია მისი გამოყენება.
 
 
 
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/C_Sharp“-დან