კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: cs, en, he, ru, sv, tr
ბოტის დამატება: fr:Confédération des Peuples des Montagnes du Nord-Caucase; cosmetic changes
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
== დაარსება ==
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიის“ შექმნა, გაძლიერება და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში არსებითი პოლიტიკური გარდაქმნა-მოდერნიზების პერიოდში უნდა საბჭოთა ინტერესები დაეცვა და სირთულეები შეექმნა იმ საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გასვლას გადაწყვეტდნენ.
ხაზი 17:
 
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენდა '''[[სახაროვი, ანდრეი|ა.სახაროვის]]''' „საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია“ - რომლის შესაბამისად საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო ასობით მცირე ეთნიკურ-პოლიტიკურ ერთეულად და „საქართველო მცირე იმპერიაა“ იდეა. აფხაზეთში ომის პერიოდში კონფედერაციას საერთაშორისო მას მედიაში განუწყვეტელ იდეოლოგიურ დახმარებას უწევდა ა.სახაროვის ქვრივი ე.ბონნერი.
 
 
ხაზი 25:
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ იდეებსა და იდეოლოგიას ზ.გამსახურდიამ და ჯ.დუდაევმა დაუპირისპირეს „კავკასიური სახლის“ იდეა და შექმნეს კიდეც შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურები. მაგრამ, „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა ჩეჩნეთის ხელისუფლებისა - პირადად ჯ.დუდაევის და საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების - პირადად პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას არაერთი მცდელობის მიუხედავად და უშედეგოდ დასრულდა - რუსეთის უძლიერესი ზეწოლისა და გავლენის გამო.
 
== კონფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ==
 
1992 წლის 18 აგვისტოს, გოზნიში „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიღებული იქნა დადგენილება აფხაზი სეპარატისტებისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.
 
 
1992 წლის 21 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ ომი გამოუცახადა საქართველოს და აფხაზეთში გადაისროლა თავისი შეიარაღებული ძალები. 1992 წლის 19 აგვისტოს აფხაზეთში მოხალისეების გაგზავნის გადაწყვეტილება კონფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მიიღეს ყუბანის და დონის კაზაკთა ატამანთა საბჭოებმა.
 
 
ხაზი 38:
საქართველოში, პრო-შევარდნაძისტული მას მედიის მიერ - აფხაზეთში კონფედერაციის მთელი სამხედრო-საბრძოლო აქტივობა პროპაგანდისტული მიზნებით საზოგადოებრიობას მიეწოდებოდა როგორც „ჩეჩნების“ ანტიქართული მისწრაფებების დემონსტრირება, იმის და მიუხედავად, რომ კარგად ცნობილი იყო კონფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნებზე გაცილებით მეტი სომხის, კაზაკის, რუსის, ყაბარდოელის, ადიღეველის მონაწილეობა, რასაც ადასტურებდნენ ობიექტური დასავლური წყაროები და თუნდაც აშშ კონგრესის მასალები.
 
== კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ ==
 
დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, პრეზიდენტს ჯ.დუდაევს. „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციას“ კრემლში მთავარი მხადამჭერის სახით ჰყავდა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ჩეჩენი რ.ხასბულატოვი.
ხაზი 45:
აფხაზეთში ომის დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გაააქტიურა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ ჯ.დუდაევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც კონფედრაციამ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯ.დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბრძოლას შეუდგა. გროზნიში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით კონფედერაციამ მოაწყო ორი პუტჩი, რომელთაგან 1994 წლის ზაფხულის „თეატრალური მოედნის პუტჩს“ მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება ტენკების გამოყენებით, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან - კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და მოსკოვს შეაფარა თავი. ჩეჩნეთის უხუცესთა ყრილობამ იუ.სასლანბეკოვი და რ.ხასბულატოვი ჩეჩენი ერის მოღალატეებად გამოაცხადა.
 
== კონფედერაციის დასასრული ==
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ არსისა და მისი მამოძრავებელი ძალების გასაგებად თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ და განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ იგი დაიშალა, მისი მეთაურების ძირითადი ნაწილის მიმართ თვით რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, კონფედერაციის ყოველგვარი აქტიურობა შეწყდა, ხოლო მისი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ხელისუფლებამ მოსპო.
 
== წყაროები ვებში ==
 
* [http://www.geocities.com/shavlego/war_wg_1.htm V.Gugushvili, RUSSIAN-GEORGIAN WAR IN THE WESTERN GEORGIA]
ხაზი 63:
[[cs:Konfederace horských národů Kavkazu]]
[[en:Confederation of Mountain Peoples of the Caucasus]]
[[fr:Confédération des Peuples des Montagnes du Nord-Caucase]]
[[he:קונפדרציית עמי ההר של הקווקז]]
[[ru:Конфедерация горских народов Кавказа]]