სლენგი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სლენგი''', მეტყველების არაფორმალური, არასტანდარტული სახეობა...
(განსხვავება არ არის)

13:37, 12 აგვისტო 2009-ის ვერსია

სლენგი, მეტყველების არაფორმალური, არასტანდარტული სახეობა, რომელსაც ახასიათებს ახლად გამოგონებული ან ახალი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვები და გამონათქვამები. გამოიყენება სხვადასხვა დაჯგუფებებში (პროფესიული, სოციალური, ასაკობრივი და ა.შ).

განსაზღვრება და გამოყენება

სლენგი წარმოადგენს სტანდარტული მეტყველებისგან გადახრას და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის. იგი მეტ-ნაკლებად ყველა სოციალურ სექტორში გამოიყენება. მასში ხშირად ვხვდებით ახალ ენობრივ ფორმებს ან ძველი ფორმების ახლებურ ადაპტაციას.

სლენგი შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ საიდუმლო ენასაც, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის წევრებისთვისაა გასაგები (ანტიმეტყველება). ამ შემთხვვაში იგი ქმნის სოციოლექტს, რომლის მიზანია საუბარი ზოგიერთებისთვის მიუწვდომელი გახადოს. სლენგის გამოყენება გარკვეული ჯგუფის წევრების ამოცნობისა და ამ ჯგუფის ფართო საზოგადოებისგან გამიჯვნის საშუალებაა. ამას გარდა იგი შესაძლოა გამოიყენებოდეს და იქმნებოდეს უბრალოდ იუმორის ან ექსპრესიის მიზნით.

სლენგის ზუსტი გასაზღვრება ენათმეცნიერებაში ჯერ კიდევ არ არსებობს. დიუმასა და ლაიტერის აზრით გამონათქვამი შეიძლება “ჭეშმარიტ სლენგად” მივიჩნოით თუკი იგი აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ორს:

  • აქვეითებს “სერიოზული თუ ფორმალური ზეპირი თუ წერითი მეტყველების პრეტიჟს” და წარმოადგენს “რეგისტრის აშკარად უხეშ გამოყენებას”.
  • მისი გამოყენება გულისხმობს, რომ მოსაუბრე კარგად იცნობს იმას, რასაც მოცემული გამონათქვამი აღნიშნავს ან იმ ჯგუფს, რომლის წევრებიც აღნიშნულ ტერმინს იყენებენ.
  • “მაღალი სოციალური სტატუსის ან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირების ჩვეული დისკურსისთვის მოცემული გამონათქვამი წარმოადგენს ტაბუს”.
  • იგი ცვლის “საყოველთაოდ ცნობილ კონვენციურ სინონიმს”.

სლენგური ტერმინები ხშირად ახასიათებს გარკვეულ სუბ-კულტურებს, როგორიცაა მაგალითად მუსიკა. თუმცა სლენგური გამონათქვამები შეიძლება ფართო მოხმარების გახდეს: მაგალითად, “cool”. ხშირად, როცა სლენგური გამონათქვამი სცილდება კონკრეტულ სუბ-კულტურას და ფართო მოხმარებას იძენს, თავდაპირველი მომხმარებლები მას სხვა ტერმინით ანაცვლებენ, რათა შეინარჩუნონ ჯგუფის იდენტურობა.

ლენგის გამოყენების ერთ-ერთი მიზეზია სოციალურ ტაბუებზე ლაპარაკი, რასაც სტანდარტული მეტყველება თავს არიდებს. ამის გამო სლენგური ლექსიკონი განსაკუთრებით მდიდარია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ძალადობა, კრიმინალი, ნარკოტიკები, სექსი.


სლენგი და ჟარგონი

საჭიროა გავარჩიოთ სლენგი ჟარგონისგან, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული პროფესიის ტექნიკურ ლექსიკონს. ჟარგონი, ისევე, როგორც სლენგის ბევრი მაგალითი, შეიძლება გამოყენებულ იქნას საუბრიდან იმ ადამიანების “გასაძევბლად” რომლებიც ჯგუფის წევრები არ არიან. სლენგის ძირითადი ფუნქციაა საშუალება მისცეს მომხმარებლებს სიზუსტით ისაუბრონ მოცემულ სფეროში ტექნიკურ საკითხებზე.