ნახშირი (წიაღისეული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: წ ი ა ღ ი ს ე უ ლ ი, დანალექი მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისე...
 
No edit summary
ხაზი 1:
წ ი ა ღ ი ს ე უ ლ ი, დანალექი მყარი [[საწვავი]] სასარგებლო წიაღისეული. ნახშირი შედგება ორგანული ნივთიერებებისგან (პლანქტონური მიკროორგანიზმების მეშვეობით გარდაქმნილი უმაღლესი და უდაბლესი მცენარეების ნაშთები), მინერალური მინარევებისგან და ტენისგან. ნახშირი დედამიწის ქერქში გვხვდება ფენებრივი და ლინზისებური ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ყავისფერი, მუქი ყავისფერი, ზოგჯერ თითქმის შავია. ორგანული ნივთიერების წარმოშობის მიხედვით ნახშირი იყოფა 3 ჯგუფად: ჰუმოლითებად, საპროპელიტებად და საპროჰუმოლითებად. ჰ უ მ ო- ლ ი თ ე ბ ი შედგება ძირითადად ჭაობში, ტბაში, თხელი ზღვის ყურესა ან ლაგუნაში დალექილი უმაღლესი მცენარეების ნაშთებისაგან. ს ა პ რ ო პ ე ლ ი ტ ე ბ ი ტბებსა და ლაგუნებში დალექილი უდაბლესი მცენარეებისა და პლანქტონური მიკროორგანიზმების გარდაქმნის პროდუქტია. ს ა პ რ ო -
ჰ უ მ ო ლ ი თ ე ბ ი_გარდამავალი სახესხვაობაა და შედგება როგორც უმაღლესი, ისე უდაბლესი მცენარეების გარდაქმნილი ნაშთებისგან. ნახშირის წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება ტორფად. [[ტორფი]], განამარხების შემდეგ, შედარებით დაპალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მ უ რ ა
ნ ა ხ შ ი რ ა დ; ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქვანახშირად; ქვანახშირი_ანთრაციტად[[ქვანახშირი]]_ანთრაციტად. ამ სტადიებზე თანდათანობით იზრდება ნახშირბადის შეფარდებითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდაც.
ნახშირი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ენერგეტიკულ ნედლეულს, ამას გარდა მას იყენებენ მეტალურგიაში და ქიმიურ მრეწველობაში. საქართველოში ნახშირის საბადოებია: ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო, ახალციხის მურა ნახშირის საბადო.