სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
შენობა დიდი ცენტრალური გუმბათისა და სიმეტრიულად განლაგებული ოთხი მცირე ზომის გუმბათისგან შედგება. ეს უკანასკნელნი კორინთული ორდერის პორტიკებს აგვირგვინებენ. ტაძრის ნიშებში მოქანდაკე [[გალბერგი, სამუილი|გალბერგის]] მიერ შესრულებული ანგელოზების ბრინჯაოს ქანდაკებები დგას. თავისი არსებობის მანძილზე ტაძარი ყოველთვის ღარიბი იყო საეკლესიო რელიქვიებით, სამაგიეროდ მასში მრავლად იყო სატროფეო მონაგარი, რომელიც იზმაილოვის პოლკს ამა თუ იმ ომში ნადავლის სახით ქონდა მოპოვებული. ერთი პერიოდი აქ ოსმალეთის იმპერიის შენაერთებისთვის წართმეული ზარბაზნებიც კი იწონედნენ თავს. 1917 წელს ტაძარი გაიძარცვა და მასში მოთავსებული საეკლესიო თუ სამხედრო ნივთები მთლიანად გაიტანეს.
 
1886 წელს ტაძრის წინ [[გრიმი, დავიდ|გრიმის]] პროექტით ”დიდების კოლონა” აღიმართა. ის რამდენიმეიარუსიანი იყო და სატროფიო თურქული ზარბაზნებისგან შედგებოდა. კოლონის გრანიტის პედესტალზე ბრინჯაოს დაფები იყო დამაგრებული, რომლზეც იზმაილოვის პოლკის გვარდიელების ბრძოლების და გმირობების ჩამონათვალი იყო ამოტვიფრული. 1930-იან წლებში კოლონა რუსული მილიტარიზმის სიმბოლოდ ჩათვალეს, რომელიც სხვა სიკეთესთან ერთად ტრამვაის გადაადგილებას უშლიდა ხელს, როსრის გამოც კოლონისმისი დანგრევა გადაწყდა.
 
იზმაილოვის წმ. სამების ტაძარი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ აქ [[1867]] წელს [[დოსტოევსკი, თედორე|დოსტოევსკიმ]] იქორწინა. [[1894]] წელს კი აქედანტაძრიდან პიანისტი [[რუბინშტეინი, ანტონ|ანტონ რიბინშტეინი]] გამოასვენეს.