რუსუდანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ილუსტრაცია
ხაზი 1:
{{მმ*|რუსუდან}}
[[სურათი:Coin of Queen Rusudan.jpg|thumb|300px|რუსუდანის მონეტები]]
 
'''რუსუდანი''' (დ. დაახლოებით [[1194]] — გ. [[1245]]), საქართველოს მეფე [[1223]]-[[1245]], [[თამარი|თამარ მეფის]] ასული. [[1223]] იქორწინა რუმის სულთნის [[თოღრულ შაჰი|თოღრულ შაჰის]] ძე [[მოღის ედ-დინი|მოღის ედ-დინიზე]], რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში ([[1223]]-[[1225]]) საქართველოს ლაშქარმა რამდენჯერმე ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. [[გარნისის ბრძოლა 1225|გარნისის ბრძოლაში]] ([[1225]]) [[ჯალალედინი|ჯალალედინმა]] დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები [[1226]] [[თბილისი|თბილისს]] მიადგა. რუსუდანი და სამეფო კარი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა ([[ქართველები]] და [[სომხები]]), დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-30 განმავლობაში რომლის ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა [[ბოლნისის ბრძოლა|ხვარაზმელებს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსუდანი“-დან