ალფონსო VII (კასტილია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ru:Альфонсо VII (король Кастилии)
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Alfonso VII.jpg|thumb|ალფონსო VII]]
'''ალფონსო VII''' ([[ესპ.]] {{lang-es|Alfonso VII}}) (დ. [[1 მარტი]], [[1105]] -— გ. [[21 აგვისტო]], [[1157]]) [[კასტილია|კასტილიის]] მეფე [[1127]] - 1157 წლებში. [[გალისია|გალისიის]] მეფე [[1112]] წლიდან. დედოფალ [[ურაკა]]სა და [[რაიმონდ ბურგუნდიელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1128]] წელს ბერენჟერაზე, [[რაიმონდ ბერენდარია III]] [[ბარსელონა|ბარსელონის]] გრაფის ასულზე და [[1152]] რაშილდაზე, პოლონეთის[[პოლონეთი]]ს მეფე [[ვლადისლავი (პოლონეთის მეფე)|ვლადისლავის]] ასულზე.
 
მამის გარდაცვალების შემდეგ ალფონსომ მხოლოდ გალისია მიიღო. მაგრამ დედასთან და მამინაცვალთან, [[ალფონსო I (არაგონი)|ალფონსო I არაგონელთან]], ცხარე ომის შედეგად იგი გახდა კასტილიის მეფეც. იგი ენერგიული, გონიერი, და სამართლიანი მმართველი იყო, კარგი მეომარი და ეკლესიის მფარველი. შემდგომ წლებში, განსაკუთრებით ალფონსო არაგონელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ძალაუფლება სულ იზრდებოდა. იგი პირველი ესპანელი მეფე იყო, ვინც [[ანდალუსია]]ში იბრძოდა. [[1144]] წელს კასტილიელებმა [[კორდოვა]] აიღეს. [[1147]] წელს ხანგძლივი ალყის შედეგად დაეცა [[ალმერია]], მაგრამ შემდგომ წლებში ქრისტიანთა შეტევები გაჩერებულ იქნა. [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] შუა წლებში ნახევარკუნძულზე მუსულმანური სამფლობელოები დაიპყრეს მეომარმა მავრებმა ალმოგადებმა. [[ისლამი]]ს ამ მცველებმა დაიწყეს [[საღვთო ომი]] და მთელ რიგ ბრძოლებში სასტიკად დაამარცხეს კასტილიელები. ალფონსო ცოცხალი იყო, როდესაც მავრებმა აიღეს ალმერია, და მან ვერაფერი იღონა ქალაქის გასათავისუფლებლად. ალფონსოს ანდერძმა კიდევ უფრო დაასუსტა ქრისტიანები. სიკვდილის წინ მან შვილებს გაუყო სამეფო, კასტილია [[სანჩო III (კასტილია)|სანჩო III]]-ს მისცა. ხოლო [[ლეონი]] [[ფერდინანდ II (ლეონი)|ფერდინანდ II]]-ს.
 
==ლიტერატურა==
{{ესპანეთი}}
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
 
{{ესპანეთი}}
 
[[კატეგორია:ლეონის მეფეები]]
[[კატეგორია:კასტილიის მეფეები]]