ტრამვაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
პირველი მექანიკური ტრამვაი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. 1879 წელს ვ. ფონ სიმენსმა გამოიგონა ელექტრო ტრამვაი. 1881 წელს პირველი ელექტრო ტრამვაი გაიხსნა ბერლინსა და ლიხტერფელდს შორის. 1885 წელს სიმენსისგან დამოუკიდებლად ამერიკელი გამომგონებლის, ლ. დაფტის შრომის შედეგად ელექტრო ტრამვაი შეიქმნა ა.შ.შ-ში. ელექტრო ტრამვაი მომგებიანი აღმოჩნდა და დაიწყო მისი სწრაფი გავრცელება მთელ მსოფლიოში. მას ასევე ხელს უწყობდა დენმიმღების პრაქტიკული სისტემების შექმნა (სპრეიგის შტანგიანი და სიმენსის ბიგელიანი დენმიმღებები). პირველ მსოფლიო ომამდე ტრამვაი სწრაფად ვითარდებოდა. ელექტრო ტრამვაისთან ერთად ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა პნევმატური, ბენზომოტორიანი და დიზელის ტრამვაი. ტრამვაი ასევე გამოიყენებოდა საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ხაზებზე. საქალაქო რკინიგზებს ხშირად იყენებდნენ სატვირთო გადაზიდვებისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ტრამვაის განვითარება გაგრძელდა, თუმცა ტემპები შენელდა. ტრამვაის ავტომობილებისა და ავტობუსის სახით ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა. ავტომობილები უფრო და უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდებოდა,_მათი წარმოება კი მასიური, ხოლო ავტობუსები დიზელის ძრავის გამოყენებით,_უფრო სწრაფი, კომფორტული და ეკონომიური. ტრამვაის ერთის მხრივ აფერხებდა ქუჩებში მომეტებული მოძრაობა, ხოლო მეორეს მხრივ თავად ქმნიდა პრობლემებს. ტრამვაის კომპანიების შემოსავალმა იკლო. ამის პასუხად 1929 წელს ა.შ.შ-ში ტრამვაის კომპანიების პრეზიდენტების მიერ ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამედროვე, უნიფიცირებული ვაგონების სერიულ წარმოებაზე, რომელსაც ეწოდა პი სი სი (PCC).ამ ვაგონებმა, რომლებმაც დღის სინათლე 1934 წელს იხილეს, დანერგეს ახალი მიმართულება ტრამვაის ტექნიკურ აღჭურვილობასა და მოხერხებულ სალონში, რითაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ახდენდნენ უზარმაზარ გავლენას მსოფლიოში ტრამვაის განვითარებაზე.
ამერიკული ტრამვაის ასეთი პროგრესის მიუხედავად მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ტრამვაის შეექმნა ჩამორჩენილი, მოუხერხებელი და ქალაქისთვის შეუფერებელი ტრანსპორტის რეპუტაცია. დაიწყო ტრამვაის ხაზების შეკვეცა. 1937 წლის მარტში პარიზში ტრამვაის სისტემა მთლიანად დაიხურა. შეკვეცა და ლიკვიდაცია განიცადა ტრამვაის ქსელმა მსოფლიოს მრავალ მსხვილ ქალაქში. ტრამვაის ხშირად ცვლიდნენ ტროლეიბუსით, თუმცა ტროლეიბუსის ხაზებიც ბევრგან მალევე იხურებოდა, რადგან ისინი ვერ უძლებდნენ ავტოტრანსპორტთან კონკურენციას.ტრამვაის სახელი ომამდელ სსრკ-შიც შეერყა, თუმცა ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს ავტომობილებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რაც ნახევრად ცარიელ ქუჩებთან ერთად ტრამვაის მეტად კონკურენტუნარიანს ხდიდა. გარდა ამისა მეტროპოლიტენის პირველი ხაზები მოსკოვშიც კი საკმაოდ გვიან, 1935 წელს გაიხსნა და მისი ქსელი ჯერ კიდევ მცირე და განუვითარებელი იყო. ტროლეიბუსებისა და ავტობუსების წარმოებაც მცირე იყო და არ იზრდებოდა. ამის გამო 1950-იან წლებამდე მგზავრთა გადაზიდვებში ტრამვაი უალტერნატივო იყო. ტრამვაის არ აუქმებდნენ, არამედ მისი ხაზები ცენტრალური ქუჩებიდან ნაკლებად დატვირთულ პარალელურ ქუჩებზე გადაქონდათ. 1960-იან წლებამდე ტრამვაი მგზავრთა გადაზიდვებში თავის ადგილს ინარჩუნებდა.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში გრძელდებოდა ტრამვაის ლიკვიდაცია. არ ხდებოდა ომის დროს დაზიანებული ხაზების აღდგენა. ხაზებზე, რომლებიც გამოიმუშავებდნენ საკუთარ რესურსს, დროთა განმავლობაში უარესდებოდა ლიანდაგისა და ვაგონების მდგომარეობა. არ ტარდებოდა მოდერნიზაცია, რაც საავტომობილო ტრანსპორტის მზარდი ტექნიკური დონის ფონზე ხელს უწყობდა ტრამვაის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.მიუხედავად ამისა გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში ტრამვაი ,,თავს შედარებით კარგად გრძნობდა." მათგან პირველ სამ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა შერეული ტიპის სისტემებმა (მეტროტრამი, პრემეტრო), რომლებსაც გააჩნდათ მეტროსა და ტრამვაის მახასიათებლები. მიუხედავად ამისა ამ ქვეყნებშიც გარდაუვალი აღმოჩნდა ხაზებისა და სისტემების დახურვა.,თუმცა XX საუკუნის ბოლოდან ისევ ხდება პოპულარული.
XX საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ მასობრივი ავტომობილიზაცია ქმნის პრობლემებს (გამონაბოლქვი, საცობები, ხმაური, ადგილის უკმარისობა), რომელთა ექსტენსიური მეთოდებით გადაწყვეტა დიდ რესურსს მოითხოვს და ნაკლებშედეგიანია. თან და თან ხდებოდა სატრანსპორტო პოლიტიკის გადახედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. იმ დროისთვის უკვე არსებობდა ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების ახალი ტექნიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობით ტრამვაი კონკურენტუნარიანი ხდებოდა. დაიწყო ტრამვაის აღორძინება. ტრამვაის ახალი სისტემები გაიხსნა კანადაში (ტორონტო _1972, ედმონტონი_1978, კალგარი_1981).
1990-იან წლებში მსოფლიოში ტრამვაის აღდგენის პროცესი მთელი ძალით დაიწყო. ხელახლად გაიხსნა პარიზის (1999), ლონდონისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქალაქების ტრამვაის სისტემები.
 
 
თავდაპირველად ტრამვაებს ცხენები სწევდნენ, შემდეგ გამოჩნდა დიზელის, საკაბელო და საბაგირო ტრამვაები. წარსულში ასევე არსებობდა პნევმატური, თბური და უმოტორო ტრამვაები.
 
ამჟამად ტრამვაების უმრავლესობა ელექტროენერგიას იყენებს, რომელსაც საჰაერო საკონტაქტო ქსელთან დენმიმღებების საშუალებებით იღებს, თუმცა არსებობს ასევე ტრამვაები, რომელსაც წყარო მესამე რელსიდან ან აკუმულატორიდან ეწოდება.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრამვაი“-დან