ექვთიმე მთაწმიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
ლიტერატურული მოღვაწეობა ექვთიმე მთაწმინდელმა 975-977 დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე ფლობდა ბერძნულ ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც. [ბიოგრაფი ასახელებს "ბალაჰვარს" ([["სიბრძნე ბალავარისი"]] და [["აბუკურა"| "აბუკურას"]])]. ექვთიმე მთაწმინდელს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ.
 
ექვთიმე მთაწმინდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა გამოჩენილი ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმინდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება ([[აპოკალიფსი]]) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია [[ანდრია კრეტელი | ანდრია კრეტელის]] "თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ", [[იოანე-ოქროპირი | იოანე ოქროპირის]] "თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ", "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", [[ ბასილი დიდი | ბასილი კესარიელის]] "თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ" და "ითიკა", [[გრიგოლ ნოსელი | გრიგოლ ნოსელის]], [[გრიგოლ ნაზიანზელი | გრიგოლ ნაზიანზელის]], [[მაქსიმე აღმსარებელი | მაქსიმე აღმსარებლისა]] და სხვათს ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის და [[ეფრემ ასური | ეფრემ ასურის]] თხზულებები "სწავლანი სულიერნი", [[გრიგოლ I დიდი | გრიგოლ I დიდის]] დიალოგები, იოანე სინელის "კლემაქსი", ანდრია კრეტელის "ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათჳს" და სხვ. ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მ. შ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი". ექვთიმე მთაწმინდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. [[სიმეონ მეტაფრასტი | სიმეონ მეტაფრასტის]] ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმინდელის თარგმნილის რომის პაპის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სჳნაქსარი", ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვა.
 
ექვთიმე მთაწმინდელმა შეადგინა ნუსხა იმ წიგნებისა, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული, ამ ნუსხით ის აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების კითხვისაგან. მიუხედავად ამისა, ექვთიმე მთაწმინდელმა თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონიკური სამართლეებრივი ძეგლები - VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები და ე. წ. მცირე სჯულისკანონი დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ "მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია" ([[ჯავახიშვილი, ივანე | ივანე ჯავახიშვილი]]). ექვთიმე მთაწმინდელის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნის საქართველოში სამართლის განვითარებაზე.