ლაქტოზა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ლაქტოზა''' (ლათ. lac, ნათ. ბრ. lactis - რძე), ''რძის შაქარი'', C<sub>12</sub>H<sub>22</sub>O<...
(განსხვავება არ არის)

16:38, 30 ივლისი 2009-ის ვერსია

ლაქტოზა (ლათ. lac, ნათ. ბრ. lactis - რძე), რძის შაქარი, C12H22O11 დისაქარიდი, რომელიც შედგება D-გალაქტოზისა და D-გლუკოზის ნაშთებისაგან. არსებობს ლაქტოზის α და β ფორმა. ლაქტოზა იხსნება წყალში, განზავებულ ეთილის სპირტსა და პირიდინში. არ იხსნება ეთერსა და აბსოლუტურ სპირტში. ლაქტოზას შეიცავს ძუძუმწოვართა რძე (2-8,5%). მისი ნაკლებობა ახალშობილთა მძიმე დაავადებას იწვევს და ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 146, თბ., 1983