ალექსანდრე წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
”გამოჩენილი” წავშალე
ხაზი 1:
'''ალექსანდრე წერეთელი''' (* [[1889]] წლის [[1 ნოემბერი]], სოფ. [[ცხრუკვეთი]] ([[ჭიათურა|ჭიათურის]] რაიონი) ― † [[1967]] წლის [[29 მარტი]], [[თბილისი]]), გამოჩენილი [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
 
დაიბადა ზემო [[იმერეთის მხარე|იმერეთის]] ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ცხრუკვეთში, თვალსაჩინო სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, არქიმანდრიტ '''იოსებ წერეთლის''' ოჯახში.
ხაზი 9:
===ალ. წერეთლის მოღვაწეობა 1915-1921 წლებში===
 
ხარკოვის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ალექსანდრე წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. [[1915]]-[[1918]] წლებში იგი ძველი მსოფლიოს და [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ქართული ეროვნული განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილი წარმომადგენლები [[ოცხელი, იოსებ|იოსებ ოცხელი]] და [[ხუნდაძე, სილოვან|სილოვან ხუნდაძე]]. გარდა ამისა, ალ. წერეთელი ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ცნობილ სახალხო უნივერსიტეტში. მისი ნარკვევები და სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ქუთათურ პერიოდულ პრესაში. [[1918]] წელს ქუთაისში გამოიცა მისი სახელმძღვანელო "ძველი ისტორია". იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა ახლადდაარსებული კავშირის წევრად.
 
ალ. წერეთელმა მნიშვნელოვანი ამაგი დასდო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) დაფუძნების საქმეს: [[1917]]-[[1918]] წლებში იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იგი მიღებულ იქნა მის ასპირანტად.