C Sharp: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 51:
 
==ენის თვისებები==
<b>კლასები</b> - C#-ში დაწერილი პროგრამები შედგებიან კლასებისგან. კლასის გარეთ მოთავსებული კოდი არალეგიტუმურად ითვლება. ყველა კლასს შეუძლია ჰქონდეს კონსტრუკტორები და დესტრუქტორები. როგორც ჯავაში ასევე ამ ენაში ყველა კლასი Object კლასის წარმოებაა.
ქვევით არის მოყვანილი C#-ს კლასის მაგალითი
class Class1
{
public string Saxeli = "Shota";
public string Gvari = "Rustaveli";
public string SaxeliDaGvari()
{
return Saxeli + Gvari;
}
 
}
კლასებს გააჩნიათ დახასიათებები და სფეროები. სფეროები წარმოადგენენ კლასში გამოხატულ ცვლადებს. წინა კლასის მაგალითში სფეროებია Saxeli და Gvari. ამ სფეროების წასაკითხად საკმარისია კლასისგან შექმნილი ობიეკტისობიექტის სახელს დავუმატოთ წერტილი და სფეროს სახელი.
ChemiKlasi.Saxeli. ამ შემთხვევაში ChemiKlasi არის Class1-ისგან წარმოშვებული ობიექტი, ასე რომ უნდა იყვეს შექმნილი Saxeli სფერის წაკითხვამდე. თვისებები გვანან სფეროებს მაგრამ იმითი გამოირჩევიან რომ უბრალოდ სფეროს წაკითხვის გარდა შეიძლება მათზე რამე დავალების დაკისრება. მაგალითად შეგვიძლია დავწეროთ პროგრამის ისეთი ინსტრუქცია რომელიც Saxeli-ს წაკითხვის დროს მონაცემთა ბაზიდან გამოყავს მისი მნიშვნელობა.
კლასისგან ახალი ობიექტის შესაქმნელად იყენება სიტყვა new. მაგის გარეშე შეუძლებელია მისი ფუნქცუების ან სფეროების გამოყენება (სტატიკური თვისებების მქონე ფუნქციების ან სფეროების გარდა).
 
Class1 ChemiKlasi = new ChemiKlasi();
Console.WriteLine(ChemiKlasi.Saxeli);
 
კლასების დაჯგუფებისათვის გამოყენება namespace. Namespace-ის მეშვეობის შესაძლებელია კლასები ორგანიზირება ლოგიკურ ჯგუფებად.
 
<b>მონაცემთა ტიპები</b> - არსებობს ორი ტიპის მონაცემი, მნიშვნელობის ტიპი და მითითების ტიპი. არსებობს აგრეთვე გარდაქმნის შეუცნობელი და დაწვრილებითი სისტემა. შეუცნობელი გარდაქმნის მაგალითია როდესაც int ტიპის ცვლადი გადაგვყავს long int ტიპში. ამ შემთხვევაში არ ვკარგავთ არანაირ ინფორმაციას რადგან long int-ის რიცხვების კრებული შეიცავს int ტიპის რიცხვების კრებულს. დაწვრილებითი გარდაქმნის შემთხვევაში შეიძლება დავკარგოთ ინფორმაცია. მაგალითად long int ცვლადმა int-ად გარდაქმნის პროცესში შესაძლებელია დაკარგოს თავისი ზუსტი მნიშვნელობის ნაწილი.
 
არსებობენ ერთ და მრავალ სივრციანი მწკრივები. მრავალსივრციანი მწკრივი შეიძლება იყოს მართკუთხა რომელშიც თითოეულ მწკრივს ერთი და იგივე ზომა აქვს ან დაკბილული სადაც მწკრივებს სხვადასხვა ზომა გააჩნიათ.
 
<b>ფუნქციები</b> - C#-ში ისევე როგორც მრავალ სხვა პროგრამირების ენებში არსებობს ფუნქციების მცნება. ფუნქცია არის კოდის გარკვეული ნაწილი რომელსაც გააჩნია სახელი,
ტიპი და პარამეტრი ან პარამეტრების სია. ფუნქციის გამოძახება შეიძლება პროგრამის ნებისმიერ მონაკვეთში, რასაც შეიძლება მოყვეს ფუნქციის მიერ დაბრუნებული შედეგის
მიღება ან უბრალოდ ნებისმიერი ოპერაციის ასრულება. ფუნქციის მიერ დაბრუნებული შედეგის ტიპი ფუნქციის ტიპი უნდა იყვეს, თუ ფუნქცია არანაირ შედეგს არ აბრუნებს მაშინ მისი ტიპი ცარიელია რაც სიტყვა VOID-ით აღინიშნება. ზევით მოყვანილ მაგალითში გვაქვს ფუნქცია რომელის სახელია SaxeliDaGvari, ტიპია string და პარამეტრების სია ცარიელია. სიტყვით return ფუნქცია აბრუნებს string ტიპის შედეგს რაც იმას ნიშნავს რომ მის გამოძახების ადგილში ცვლადი ან გამოსახულება string-ის ტიპის უნდა იყვეს.
პროგრამის გაშვების პირველი ანუ მთავარი ფუნქცია არის Main. მისი ტიპი ცარიელია და აქვს სტატიკური თვისება. სტატიკური თვისება შეიძლება ჰქონდეს როგორც ფუნქციებს ასევე სფეროებს და იყენება ობიექტად არაწარმოებული კლასების ფუნქციების ან ცვლადების გამოყენებისას. მაგალითად Class1-ში რომ გვქონოდა სტატიკური სფერო Misamarti
 
static string Misamarti = "Tbilisi, Georgia XXXXX";
 
მის წასაკითხად არ დაგვჭირდებოდა ამ კლასის ობიექტის შექმნა. უბრალოდ საკმარისია კლასის სახელს ანუ Class1-ს დავუმატოთ წერტილი და სფეროს სახელი Class1.Misamarti.
 
[[კატეგორია:დაპროგრამების ენები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/C_Sharp“-დან