C Sharp: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა |სახელწოდება =ინფოდაფა/ინფო |სხეულის სტილი = |წა...
(განსხვავება არ არის)

16:37, 29 ივლისი 2009-ის ვერსია


C Sharp არის ობიექტურად ორიენტირებული, ბრძანებითი, ფუნქციური პროგრამირების ენა დამზადებული Microsoft .NET პლათფორმისთვის. პირველი ვერსია გამოშვებული იყო 2001 წელს ანდერს ჰელსბერგის ზედამხედველობით. მისი სინტაქსი გავს ჯავის სინტაქს და დაფუძნებულია C++'ის სინტატიკურ კონსტრუქციაზე. ცვლადების მკაცრი ტიპიზაცია გამო ის წარმოადგენს უსაფრთხო ტიფურ ენას და შეცდომების დადგენას აწარმოებს კომპილაციის დროს.

C Sharp
ფაილი:Caml.128x58.gif
პარადიგმა
მულტი-პარადიგმა: ფუნქციური, ბრძანებითი, ობიექტებზე-ორიენტირებული
კონსტრუქტორი
Microsoft
უკანასკნელი გამოშვების ვერსია
3.0
დიალექტები
F#, JoCaml, MetaOCaml, OcamlP3l
ოპერატიული სისტემა
მულტი-პლათფორმა


ენის თვისებები

კლასები - ჩი შარფში დაწერილი პროგრამები შედგებიან კლასებისგან. კლასის გარეთ მოთავსებული კოდი არალეგიტუმურად ითვლება. ყველა კლასს შეუძლია ჰქონდეს კონსტრუკტორები და დესტრუქტორები. როგორც ჯავაში ასევეი ამ ენაში ყველა კლასი Object კლასის წარმოებაა. ქვევით არის მოყვანილი ჩი შარპის კლასი class Class1 {

     public string Saxeli;
     public string Gvari;
     public string SaxeliDaGvari()
     {
            return Saxeli + Gvari;
     }

} კლასებს გააჩნიათ დახასიათებები და სფეროები. სფეროები წარმოადგენენ კლასში გამოხატულ ცვლადებს. წინა კლასის მაგალითში სფეროებია Saxeli და Gvari. ამ სფეროების წასაკითხად საკმარისია კლასისგან შექმნილი ობიეკტის სახელს დავუმატოთ წერტილი და სფეროს სახელი. ChemiKlasi.Saxeli. ამ შემთხვევაში ChemiKlasi არის Class1-ისგან წარმოშვებული ობიექტი, ასე რომ უნდა იყვეს შექმნილი Saxeli სფერის წაკითხვამდე. თვისებები გვანან სფეროებს მაგრამ იმითი გამოირჩევიან რომ უბრალოდ სფეროს წაკითხვის გარდა შეიძლება მათზე რამე დავალების დაკისრება. მაგალითად შეგვიძლია დავწეროთ პროგრამის ისეთი ინსტრუქცია რომელიც Saxeli-ს წაკითხვის დროს მონაცემთა ბაზიდან გამოყავს მისი მნიშვნელობა

კლასების დაჯგუფებისათვის გამოყენება namespace. namespace'ს მეშვეობის შესაძლებელია კლასები ორგანიზირება ლოგიკურ ჯგუფებად. მონაცემთა ტიპები - არსებობს ორი ტიპის მონაცემი, მნიშვნელობის ტიპი და მითითების ტიპი. არსებობს აგრეთვე გარდაქმნის შეუცნობელი და დაწვრილებითი სისტემა. შეუცნობელი გარდაქმნის მაგალითია როდესაც ინტ ტიპის ცვლადი გადაგვყავს ლონგ ინტის ტიპში. ამ შემთხვევაში არ ვკარგავთ არანაირ ინფორმაციას რადგან ლონგ ინტის რიცხვების კრებული შეიცავს ინტ ტიპის რიცხვების კრებულს. დაწვრილებითი გარდაქმნის შემთხვევაში შეიძლება დავკარგოთ ინფორმაცია. მაგალითად ლონგ ინტის ცვლადმა ინტად გარდაქმნის პროცესში შესაძლებელია დაკარგოს თავისი ზუსტი მნიშვნელობის ნაწილი.

 არსებობენ ერთ და მრავალ სივრციანი მწკრივები. მრავალსივრციანი მწკრივი შეიძლება იყოს მართკუთხა რომელშიც თითოეულ მწკრივს ერთი და იგივე ზომა აქვს ან დაკბილული სადაც მწკრივებს სხვადასხვა ზომა გააჩნიათ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=C_Sharp&oldid=843080“-დან