რუსუდანიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''„რუსუდანიანი“''', ქართული მწერლობის ძეგლი. ზოგი მკვლევარი მა...
 
დამატება
ხაზი 1:
'''„რუსუდანიანი“''', ქართული მწერლობის ძეგლი. ზოგი მკვლევარი მას XIII საუკუნის თხზულებად მიიჩნევს ([[დავით ჩუბინაშვილი]], [[ალექსანდრე ხახანაშვილი]]), ზოგიც — XV საუკუნისად ([[მარი ბროსე]]). [[ნიკო მარი]], ხოლო შემდეგ [[კორნელი კეკელიძე]], [[ალექსანდრე ბარამიძე]] და სხვები „რუსუდანიანი“ შექმნას XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვარაუდობენ. მათ მოსაზრებას მხარს უჭერს როგორც თხზულების ლიტერატურული წყაროების შესწავლა, ისე ლიქსიკური, თუ სხვა ხასიათის რეალიებიც. ძეგლის ავტორი უცნობია. „რუსუდანიანის“ ხელნაწერთა მინაწერებზე დაყრდნობით კ. კეკელიძე ფიქრობდა, რომ ის დამუშვდა დადიანთა სამეფო კარზე. ამას მოწმობს ძეგლზე დასავლეთ საქართველოს კილოთა აშკარა გავლენაც ([[ივანე გიგინეიშვილი]]).
 
„რუსუდანიანის“ დიდი ნაწილი შეიცავს ე. წ. სადევგმირო ხასიათის ზღაპრებს. ჭარბი ფანტასტიკა თხზულება საზღაპრო ეპოსთან აახლოებს. მასში გამოყენებულია აღმოსავლურ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული კომპოზიციური ხერხი: თხრობა მიმდინარეობა ფაბულური ჩარჩოს ფარგლებში, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ხასიათის სათავგადასავლო თუ თავშესაქცევი ზღაპრები. თხზულება მოგვითხრობს იამანეთის უფლისწულთა ამბავს, გადმოსცემს იამანეთის შეჭირვებას ძლიერი მეზობელი სახელმწიფოსაგან (ზოგი ხელნაწერით — სპარსთაგან), უფლისწულთა ხშირ გაძახებას დამპყრობელთა სამეფო კარზე ძირითად ამბავში ჩართულია 12 ზღაპარი, რომლებსაც მანუჩარ უფლისწულის მარტოდშთენილ მეუღლეს რუსუდანს გასართობად უყვებიან მისივე ძმები. ტიპიბრივი ჩარჩოიანი თხზულებებისაგან განსხვავებით „რუსუდანიანის“ თავისთავად საინტერესო და დასრულებული ქარგა ხავსებით ორიგინალურიც უნდა იყოს: იამანეთის სახელმწიფოს ბედი მიანიშნებს საქართველოს ისტორიულ ცხოვრებას; თხზულების მტავარ გვირთა თავგადასავალი შეიცავს აშკარა ანალოგიებს ჩვენი ქვეყნის მძიმე წარსულიდან. ჩართული ზღაპრები კომპილაციური ხასიათისაა. ავტორს სხვადასხვა ზეპირი, თუ წერილობითი წყაროების მოშველიებით საფუძვლიანად გადაუმუშავებია მოარულ სიუჟეტებიანი ზღაპრები. ქართველ მკვლევართა (ნ. მარი, კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე და სხვები) ნაშრომებში გარკვეულია ზღაპართა ძირითადი ლიტერატურული წყაროები. შეიონიშნება ავტორის ზედმეტი გატაცება სადევგმირო ფანტასტიკით, რაც აშკარად მიუთითებს კლასიკური ეპოქის დაკნინებაზე. „რუსუდანიანი“ ამ შემთხვევაში ახლოს დგას გვიანდეოდალური ხანის ასეთივე ტიპის თხზულებებთან ცალკეულ მოტივთა ანალოგიურ დამუშავებასთან ერთად „რუსუდანიანს“ ხალხურ ეპოსთან აახლოებს სადა, მძიმე მწიგნობრული ელემენტებისაგან თავისუფალი სტილი.
==ლიტერატურა==
*''ბარამიძე ა.'', ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან ტ. 2, თბ., 1940;
*''კეკელიძე კ.,'' ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
*''ცაიშვილი ს.,'' შოთა რუსთაველი — დავით გურამიშვილი, თბ., 1974;
*''ცაიშვილი ს.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 515-516, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსუდანიანი“-დან