რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

დამატება
(დამატება)
(დამატება)
ვეფხისტყაოსნის შესწავლისა და ტექსტის დადგენის საფუძველია პოემის ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლა. ჩამოყალიბდა გარკვეული კონცეფცია ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორიაზე, პოემის შედგენილობა-მოცულობის საკითხებზე. ახლებურად დაისვა რუსთაველსა და მის პოემასთან დაკავშირებული არაერთი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი (პოემის დაწერის თარიღი, ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, რუსთაველის მიმართება ადრინდელი ქართულ მწერლობასთან, მისი კავშირი აღმოსავლეთის პოეტურ კულტურასთან, ვეფხისტყაოსნის გავლენა ქართულ მწერლობის შემდგომ განვითარება და ა. შ.) . დაიწერა აგრეთვე სპეციალური ხასიათის ნაშრომები ვეფხისტყაოსნის ეპოქაზე, რომლებშიც წარმოდგენილია პოემის სოციალური გარემოს განუყოფელი კავშირი XII საუკუნის ქართული ისტორიის სინამდვილესთან.
 
საგულისხმო ნაშრომები გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსნის ლექსიკაზე, ენაზე, პოეტიკის და, საერთოდ, მხატვრული კონსტრუქციის თავისებურებაზე. პოემის ტიპოლოგიურ მიმართებაზე შუა საუკუნებბის როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მწერლობასთან; სპეციალურად დამუშავებული ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული ფოლკლორისტული საკითხები და ა. შ. საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული რუსთაველის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ ესთეტიკური ასპექტები. გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც წარმოაჩენენ ვეფხისტყაოსნის ავტორის უღრმეს ნკავშირებს ქრისტიანული რელიგიასთან და, საერთოდ, ქართული კულტურასა და აზროვნებასთან; მის დიდ განსწავლულობას როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ფილოსოფიურ მწერლობაში.
==ლიტერატურა==
 
ამ ხნის მანძილზე საგულისხმო გამოკვლევები გამოაქვეყნეს ი. ჯავახიშვილმა, კ. კეკელიძემ, ა. შანიძემ, იუსტ. აბულაძემ, პ. ინგოროყვამ, ს. კაკაბაძემ, შ. ნუცუბიძემ, ა. ბარამიძემ, ვ. ბერიძემ, ს. იორდანიშვილმა, გ. წერეთელმა, ილია აბულაძემ, ი. გიგინეიშვილმა და სხვებმა. ვრცელ მონოგრაფიულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია შ. ნუცუბიძის „ღუსთაველის შემოქმედება“ (რუსულ ენაზე, 1958); ა. ბარამიძის „შოთა რუსთაველი“ (1975); გ. იმედაშვილი „ვეფხისტყაოსანი და ქართული კულტურა“ (1968), ნ. ნათაძის „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“ (1965); ს. ცაიშვილი „ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია“ (ორ ტომად, 1970) და სხვა. რუსთველოლოგიის პრობლემატიკუსადმი მიძღვნილი ნაშრომები გამოაქვეყნეს ა. გაწერელიამ, შ. ძიძიგურმა, გ. ჯიბლლაძემ, ს. ყუბანეიშვილმა, გ. ნადირაძემ, ი. ლოლაშვილმა, ვ. ნორაკიძემ, მ. ჩიქოვანმა, შ. ღლონტმა, ი. მეგრელიძემ, ლ. მენაბდემ, მ. გუგუშვილმა, მ. კარბელაშვილმა, ე. ხინთიბიძემ, გ. შარაძემ, მ. გიგინეიშვილმა, ლ. ანდღულაძემ, ბ. დარჩიამ, ს. სერებრიაკოვმა, გ. კარტოზიამ, რ. პატარიძემ, ა. ჭინჭარაულმა, მ. მახათაძემ, დ. ქუმსიაშვილმა და სხვებმა.
==ლიტერატურა==
*''იმედაშვილი გ.,'' რუსთველოლოგიური ლიტერატურა (1712-1956 წლები), თბ., 1957;
*''მიქაძე გ.'', ძველი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია, ტ. 2, თბ., 1968;
*რუსთველი მსოფლიო ლიტერატუაში, ტ. 1-2, თბ., 1976-1978;
*''ცაიშვილი ს.,'' [[ქსე]], ტ. 8, გვ. 512, თბ., 1984
{{ესკიზი}}
[[კატეგორია:რუსთველოლოგია|*]]