რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

დამატება
(დამატება)
(დამატება)
 
 
რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როცა განსაკუთრებული ინტერესი ვეფხისტყაოსნისადმი მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხანებში გაღვივებულ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ჩვენი პოეტური კულტურის უპირველესი ძეგლი ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის ყველაზე მეტყველ საბუთად იქნა მიჩნეული. აღსანიშნავია ამ თვალსარზისით [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[იაკობ გოგებაშვილი]]ს, [[ვაჟა-ფშაველა]]სა და სხვების წერილები, რომლებშიც მხატვრული თავისებურებების წარმოჩენასთან ერთად არ იყო უგულებელყოფილი პოემაში დადასტურებული მაღალი საკაცობრიო იდეალები. ქართველოლოგიის ხრდისა და განვითარების შესამაბისად რომლის მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია [[ნიკო მარი]]ს შრომები. მათ ღირსებებს განსაზღვრავს მკაცრი დილოლოგიური მეთოდები, ტექსტოლოგიურ ძიებათა მაღალი დონე. ამასთან ნ. მარმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა, ვეფხისტყაოსნის რთული პრობლემატიკა წარმოადგინა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მწერლობის შუქზე. XX საუკუნის დასაწყისიდანვე რუსთველოლოგიის საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდნენ ა. სარაჯიშვილი, [[ექვთიმე თაყაიშვილი]], დ. კარიჭაშვილი, [[იუსტინე აბულაძე]], [[სარგის კაკაბაძე]] და სხვები. [[ ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] „ქართველი ერის ისტორიის“ II ტომი (1914) ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა შოთა რუსთაველსა და მის ეპოქას.
რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როცა განსაკუთრებული ინტერესი ვეფხისტყაოსნისადმი მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხანებში გაღვივებულ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
 
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ ვეფხისტყაოსნის შესწავლა იქცა სახელმწიფოებრივი მზრუნველობის საგნად, მუშაობაში ჩაებნენ მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ძალები, რუსთველოლოგია ჩამოყალიბდა კომპლექსურ დარგად, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფილოლოგიურ, ისე ისტორიულ და სხვა მომიჯნავე მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებს. მუშაობამ შეიძინა გამიზნული ხასიათი, შეიცვალა ორგანიზაციული ფორმები. ჩამოყალიბდა სპეციალური რუსთველოლოგიური კერები (რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური განყოფილება. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „[[ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია|ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისია]]“, [[თსუ]]-ის „რუსთაველის კაბინეტი“ და ა. შ.).
 
ვეფხისტყაოსნის შესწავლისა და ტექსტის დადგენის საფუძველია პოემის ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლა. ჩამოყალიბდა გარკვეული კონცეფცია ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორიაზე, პოემის შედგენილობა-მოცულობის საკითხებზე. ახლებურად დაისვა რუსთაველსა და მის პოემასთან დაკავშირებული არაერთი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი (პოემის დაწერის თარიღი, ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, რუსთაველის მიმართება ადრინდელი ქართულ მწერლობასთან, მისი კავშირი აღმოსავლეთის პოეტურ კულტურასთან, ვეფხისტყაოსნის გავლენა ქართულ მწერლობის შემდგომ განვითარება და ა. შ.) . დაიწერა აგრეთვე სპეციალური ხასიათის ნაშრომები ვეფხისტყაოსნის ეპოქაზე, რომლებშიც წარმოდგენილია პოემის სოციალური გარემოს განუყოფელი კავშირი XII საუკუნის ქართული ისტორიის სინამდვილესთან.
 
==ლიტერატურა==
 
{{ესკიზი}}