გუტენბერგის ბიბლია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Gbible.jpg|thumbnail|260px|right|გუტენბერგის ბიბლიის ასლი აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში]]
[[image:Gutenberg_detail.jpg|thumb|260px|დეტალი რუბრიკაციითა და ილუსტრაციით]]
'''გუტენბერგის ბიბლია''' (ასევე ცნობილი როგორც '''42-სტრიქონიანი ბიბლია''', და '''მაზარინის ბიბლია''') იყო ნაბეჭდი [[ბიბლია|ბიბლიის]] [[ლათ.|ლათინური]] თარგმანი, რომელიც [[გუტენბერგი, იოჰან|იოჰან გუტენბერგმა]] დაბეჭდა [[მაინცი|მაინცში]], [[გერმანია]]. ბეჭდვა დაიწყო [[1455]] წლის [[23 თებერვალი|23 თებერვალს]], მოძრავი ტიპოგრაფიის გამოყენებით. ეს ბიბლია ყველაზე განთქმული ინკუნაბულაა და მისი შექმნით დაიყო წიგნების მასიური წარმოების ახალი ერა დასავლეთში. წიგნი დაიბეჭდა ე.წ. ტექსტურასა და შვაბახერზე. ყველაზე სრულად მოღწეულ ასლში 1282 გვერდია; ამ წიგნის ასლების უმრავლესობა ორ ტომად გამოიცა.
 
ისტორიკოსთა მტკიცებით ბიბლიის სულ 180 ასლი დაიბეჭდა, 45 მათგანი ველუმზე, ხოლო 135 კი ქაღალდზე. ეს რიცხვი წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდის საზოგადოებისთვის, სადაც ხელნაწერი ნამუშევრების ასლების შექმნა უდიდეს შრომატევად სამუშაოდ ითვლებოდა. გუტენბერგმა ეს ბიბლიები (რომლებიც დაიბეჭდა, შემდეგ რუბრიკაცია და ილუსტრაცია ხელით გაუკეთდა) დაბეჭდა სამ წელიწადში — დაახ. ამდენი დრო სჭირდებოდა სკრიპტორიუმის ერთი ასლის შექმნას. ხელით გაკეთებული ილუსტრაციების გამო ბიბლიის ყოველი ასლი უნიკალურია. ორ-ფერი ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც რუბრიკაციას საჭიროებას აუქმებს, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოიგონეს.