გრიგოლ ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე ([[XVI საუკუნე]]). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანის]] პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს“.
 
გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, [[ერეკლე II|ერეკლეს II]]-ის ქალის, [[ელენე ბატონიშვილი|ელენეს]] ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.
 
გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. [[1816]] წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან [[1820]] წლამდე დაჰყო.