მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 1:
'''მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი''', პირველი [[ვეზირი]] ფეოდალურ საქართველოში. [[საქართველო]]ს სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების მიზნით [[1103]]-[[1104]] წლებში [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] გაააერთიანა [[მწიგბართუხუცესიმწიგნობართუხუცესი]]სა და [[ჭყონდიდელი]]ს თანამდებობა. მწიგნობართუხუცესობა არსებითად განსხვავდებოდა ყველა სხვა სადარბაზისკარო თანამდებობებისაგან (ყველა სხვა „ჴელი“ მიწისმფლობელობასთან იყო დაკავშირებული). მწიგნობართუხუცესი მონაზონი იყო და არ იჩენდა თანამდებობის სამემკვიდრეოდ გადაქცევის მიდრეკილებას. იგი მთლიანად მეფის ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული და ამიტომ თავგამოდებით უჭერდა მხარს მის გაძლიერებას. ამ „ჴელს“ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გადამწყვეტ ბრძოლაში დიდგვარიან აზნაურებსა და მეფის ხელისუფლებას შორის. სამეფო კარი დაინტერესებული იყო, რომ მისი ერთგული მოხელე „ვაზირთა ყოველთა უპირველესიი“ გამხდარიყო.
 
[[რუის-ურბნისის საეკლესიო კრება|რუის-ურბნისის 1103 საეკლესიო კრებაზე]] გატარებული ღონისძიენენის შემდეგ საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება იმისათვის, რომ ეკლესია საბოლოოდ დამორჩილებოდა მეფის ხელისუფლებას. ამ მიზნის მისაღწევად გამოინახა გზა, რომელიც ითვალისწინებდა ყველაზე უფრო გავლენიანი საეკლესიო პირის სახელმწიფო მმართველობაში მოყვანას, ან კიდევ რომელიმე უXუცეცესისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობის მინდობას. დავით აღმაშენებელმა არჩევანი მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობის გაერთიანებაზე შეაჩერა. საქართველოს მეფის ამ ნაბიჯს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მეფის ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი ამავე დროს საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის — ჭყონდიდელობის მფლობელიც გახდა.
ხაზი 7:
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი არ ყოფილა სამხედრო ხელისუფალიი, მაგრამ მის განსაგებელთა შორის სამხედრო საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ლაშქრობები და ლაშქრის ორგანიზაციის საკითხები მის გარეშე არ წყდებოდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ საქართველსო სამეფოს მუდმივი ლაშქრის შექმნის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმის გადაწყვეტილების მიზნით გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელს გაჰყვა ოსეთსა და ყივჩავეთში. საქართველოს სამეფოს საბოლოო პოლიტიკური დაშლის შემდეგ საფიქრებელია ამ მეტად რთული და თავისებური ინსტიტუტის დაშლა-დანაწილება და გადაგვარება.
 
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ინსტიტუტი თავის არსით რტულირთული და თავისებური იყო. იგი ჩამოყალიბდა ფეოდალური საქართველოს განვითარების გარკვეულ საფეხურზე, როგორც შედეგი იმ მწვავე პროცესებისა, რომლებიც თან ახლდა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის ბრძოლას. ქრონოლოგიურად დაემთხვა ფეოდალური საქართველოს ძლიერების ხანას და მისი სახელმწიფოებრივი მშენებლობის ისტორიული განვითარებასთან ღრმა ორგანულ კავშირში იყო.
==ლიტერატურა==
*''ბერძენიშვილი ნ.,'' სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგნ.:საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;