სოხოისტის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: en:Battle of Sokhoista
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
'''სოხოისტის ბრძოლა 1545''', ბრძოლა [[საქართველო]]ს და [[ოსმალეთი]]ს ლაშქარს შორის. [[ქარაღაქის ბრძოლა|ქარაღაქის ბრძოლაში]] ([[1543]]) [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფის [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-ის]] გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა გადაწყვიტეს ხელახლა ელაშქრათ [[სამცხე-საათაბაგო]]ში, ბაგრატ III-მ დახმარება სთხოვა [[ქართლი]]ს მეფე [[ლუარსაბ I|ლუარსაბ I-ს]] და [[გურიაგურიის სამთავრო|გურიისა]] და [[ოდიში]]ს მთავრებს. ამ უკანასკნელმა ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიიღო. იმერეთ-ქართლისა და გურიის გაერთიანებული ლაშქარი [[ბასიანი]]საკენ გაემართა, სადაც დაბანაკებული იყო ოსმალთა ჯარი. ბრძოლა გაიმართა [[სოხოისტა]]სთან. მეწინავეობა ქართლის ჯარს დაეკისრა, ამით განაწყენებულმა მესხებმა მიატოვეს ბრძოლის ველი. ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა. ქართველები დამარცხდნენ. სოხოისტის ბრძოლის შედეგად იმერეთ-სამცხე-საათაბაგოს ერთიანი სახელმწიფოს არსებობას ბოლო მოეღო ([[მურჯახეთის ბრძოლა 1535]]). ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი სამხრეთ საქართველოში, რასაც შემდეგ მისი სრული დაპყრობა მოჰყვა.
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]