ვანის ქვაბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ვანის ქვაბები''', ''ვაჰანის ქვაბები'' - გამოქვაბული კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ [[სამცხეჯავახეთი|ჯავახეთში]]ში, [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნიციპალიტეტში]] ([[ასპინძა|ასპინძიდან]] 27 კმ დაშორებით), მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.[[სურათი:Vanis Kvabebi1.jpg|thumb|right|ვანის ქვაბები]]
 
დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. [[1089]] წელს ძლიერი [[მიწისძვრა|მიწისძვრის]] შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, [[1191]] წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. [[თამარი|თამარის]] მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო [[ეგვტერი]] და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. [[მწიგნობართუხუცესი|მწიგნობართუხუცესმა]] [[ანტონ გნოლისთავისძე|ანტონ]] ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი [[ვაჰანის ქვაბთა განგება|"ვაჰანის ქვაბთა განგება"]], , 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.
ხაზი 19:
*''ცისკარიშვილი ვ.,'' წარწერები ასპინძის რაიონიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30;
*''გაფრინდაშვილი გ., ონიანი შ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 293-294, თბ., 1979
 
[[კატეგორია: საქართველოსსამცხე-ჯავახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
 
[[de:Wanis Kwabebi]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვანის_ქვაბები“-დან