ცარცული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ms:Usia Kapur
+ბმულები
ხაზი 41:
|}
ცარცული სისტემა იყოფა 2 [[სექცია (გეოლოგია)|სექციად]], სექციები — [[სართული (გეოლოგია)|სართულებად]]. [[ბერიასული სართული|ბერიასული]], [[ვალანჟინური სართული|ვალანჟინური]], [[ჰოტრივული სართული|ჰოტრივული]] და [[ბარემული სართული|ბარემული]] სართულები გაერთიანებულია [[ნეოკომური ზესართული|ნეოკომურ ზესართულად]], ხოლო [[კონიაკური სართული|კონიაკური]], [[სანტონური სართული|სანტონური]], [[კამპანური სართული|კამპანური]] და [[მაასტრიხტული სართული|მაასტრიხტული]] სართულები - [[სენონური ზესართული|სენონურ ზესართულად]]. იურული პერიოდის ბოლოს მომხდარი ზღვის ვრცელი რეგრესიის შედეგად ადრინდელ ცარცულ ეპოქაში ზღვიური აუზები შემორჩა ხმელთაშუა ზღვის არეში, დასავლეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის გეოსინკლინურ როფებში, აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ციმბირში და სხვა ადგილებში. ბაქნების ვრცელი არეები, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში, ხმელეთს წარმოადგენდა. ცარცული პერიოდის შუაში [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] პერიფერიის გეოსინკლინურ სარტყლებში გაძლიერდა ტექტონიკური მოძრაობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. ცარცული პერიოდის ბოლოს განახლდა ტექტონიკური მოძრაობები წყნარი ოკეანის პერიფერიაზე. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ცარცულ პერიოდში გრძელდებოდა [[გონდვანა|გონდვანის]] შემდგომი დანაწევრება. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა [[გვიმრანაირები]] და [[შიშველთესლიანები]]. გაჩნდა პირველი [[ფარულთესლიანები]], რომლებიც ეპოქის ბოლოს გაბატონდნენ. ხერხემლიანთა ფაუნაში ყველაზე მეტად იყვნენ გავრცელებული [[ქვეწარმავლები]] ([[დინოზავრები]] და [[მფრინავი ხვლიკები]]); გაჩნდა პირველი პლაცენტიანი ძუძუმწოვრები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ [[მოლუსკები]], განსაკუთრებით [[ამონიტები]] და [[ბელემნიტები]]. ცარცული პერიოდის ბოლოს ამოწყდა ამ პერიოდისათვის და საერთოდ [[მეზოზოური ერა|მეზოზოური ერისათვის]]
დამახასიათებელი ცხოველების რამდენიმე ჯგუფი: [[ამონიტები]], [[ბელემნიტები]], [[რუდისტები]], [[დინოზავრები]], [[მფრინავი ხვლიკები]] და სხვა ცხოველები.
 
ცარცული სისტემის ნალექები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული ბურღვით ისინი დადგენილია ოკეანის ფსკერზედაც.