მეთევზეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: cs:Rybníkářství
No edit summary
ხაზი 7:
მეთევზეობა, როგორც მეცნიერული დისციპლინა, იკვლევს თევზსაშენი ღონისძიებების ბიოლოგიურ საფუძვლებს და თევზსაშენი პროცესების ბიოტექნიკას ([[ქვირითი]]ს ინკუბაცია, თევზების კვება და სხვა). მეთევზეობა ისწავლება სათევზმეურნეო უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების ზოოტექნიკურ ფაკულტეტებზე, უნივერსიტეტებში.
 
[[საქართველო]]ში მეთევზეობას უძველესი ისტორია აქვს. [[ბერძნები|ბერძენი]] ისტორიკოსი [[სტრაბონი]] (I ს.) აღნიშნავს, რომ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე დასახლებულ [[ქართველები|ქართველ]] ტომთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგია მეთევზეობა. გვიანდელი [[ფეოდალური ხანა|ფეოდალური ხანის]] დოკუმენტებიდან ჩანს, რომ თითქმის ყოველ ფეოდალს ჰყავდა ყმა-მეთევზეები. საქართველოს მდინარეებსა და ტბებში თევზის სიუხვე მიუთითებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]]. თბილისის ბაჟის ნუსხებში მოხსენიებულია, რომ ბაზარზე ხშირად გამოჰქონდათ [[ზუთხი]], [[ორაგული]] და სხვა ნედლი თევზი. საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნება (წყალსატევების სიუხვე) საშუალებას იძლევა ტბორული მეთევზეობის განვითარებისა და თევზის ფართოდ აკლიმატიზაციისათვის. ამ მიზნით შემოყვანილია თევზის შემდეგი სახეობები: [[რიპუსი]], [[სიგი]], [[პელიადი]], [[ცისარტყელა კალმახი]], [[სარკისებრი კობრი]], [[თეთრი ამური]], [[სქელშუბლა]] და სხვა თევზები. განსაკუთრებით ნაყოფიერად განვითარდა სარკისებრი კობრის ტბორული მეურნეობა. პირველობა ამ მხრივ ეკუთვნის [[ლანჩხუთის რაიონიმუნიციპალიტეტი]]ს სოფ. [[ჯაპანიჯაპანა]]ს ტბორულ მეურნეობას (1933).
 
მეთევზეობის მეცნიერული შესწავლა საქართველოში XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. ამ მხრივ აღსანიშნავია ვახუშტი ბატონიშვილის შრომები, რომლებშიც დახასიათებულია საქართველოს მთავარი მდინარეებისა და ტბების თევზები, თევზაობის ზოგიერთი წესი და იარაღი. მეთევზეობის დარგში სამეცნიერო-კვლევით მუშობამ სისტემატური ხასიათი მიიღო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მეთევზეობის საკითხები შუქდებოდა ჟურნალებში: „Рыбное хозяйство“, „Рыбоводство и рыболовство“, „Вопросы ихтиологии“ და სხვა ჟურნალებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეთევზეობა“-დან