რესპუბლიკელები (საინფორმაციო ბიულეტენი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება, გაფორმება, სტილის გამართვა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია, საერთაშ. ბმულები, კატეგორია,
 
No edit summary
ხაზი 1:
საინფორმაციო ბიულეტენ „რესპუბლიკელების“ გამომცემელი საქართველოს რესპუბლიკური პარტიაა. რეკვიზიტები: ISSN 987-7226, BAR CODE 977-1987-7220-01, UDC 329.23 (749.22)რ-465. გამოდის 2008 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად. იბეჭდება ქართულ ენაზე. ბიულეტენის ტირაჟი 3000 ეგზემპლარია. ვრცელდება საქართველოში, რესპუბლიკური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებში. რედკოლეგია: ლევან ბერძენიშვილი, დავით ზურაბიშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, ერაბმერაბ ქათამაძე (რედაქტორი), ივლიანე ხაინდრავა. რედაქცია განთავსებულია რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში – თბილისი, 0108, გრიბოედოვის 13.
ბიულეტენს აქვს შემდეგი რუბრიკები: „ქრონიკა“, სადაც პარტიის მიმდინარე მოვლენები შუქდება; „წერილები“, სადაც რედაქციაში შემოსული წერილები (მათ შორის კრიტიკული) ქვეყნდება; „სარედაქციო“, სადაც რედაქციის პოზიციაა გამოხატული; „ამერ-იმერი“, სადაც რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება წერილი; „ინფორმაცია“, სადაც პარტიის წევრთათვის საინტერესო ინფორმაცია (საკონტაქტო ინფორმაცია, რჩევა, დოკუმენტი...); „მიმოხილვა“, სადაც ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მთავარი მოვლენები საავტორო წერილებით მიმოიხილება; „საქართველო-Review“, სადაც უცხოურ მედიაში საქართველოზე დაბეჭდილი სტატიები ქვეყნდება; „ლიბერალები“, სადაც ქვეყნდება წერილები ლიბერალიზმზე და ლიბერალური პარტიების საქმნიანობის შესახებ (საარჩევნო პლატფორმა, კონცეფცია, პროგრამა...); ბიულეტენი ასევე აქვეყნებს წერილებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ეკონომიკა, ეკოლოგია, ახალგაზრდეობა... იბეჭდება დიაგრამები და ცხრილები, სადაც გაანალიზებულია სტატისტიკური ინფორმაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მედია, ადამიანის უფლებები, არჩევნები, საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის... ბიულეტენში არის რუბრიკა „მოსაზრება“, სადაც ისეთი წერილიც შეიძლება გამოქვეყნდეს, რომლის პოზიციას რედაქცია არ იზიარებს.