დამბაჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

+კატ.
(ახალი გვერდი: '''დამბაჩა''', ''პისტოლეტი'', ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი,...)
 
(+კატ.)
'''დამბაჩა''', ''პისტოლეტი'', ინდივიდუალური [[ცეცხლსასროლი იარაღი]],. განკუთვნილია მოკლე მანძილზე (50-70 მ-მდე) მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ცნობილია საბრძოლო, სასიგნალო და სპორტული დამბაჩები. საბრძოლო დამბაჩის წონა 0,7-1,0 კჰ., [[კალიბრი]] 5,35-11,43 მმ, სავაზნე კოლოფის ტევადობა 5-8 და მეტი [[ვაზნა]]. დამბაჩა შეიძლება იყოს ავტომატური და არაავტომატური. უმეტესობის მოწობილობა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის უკუცემის ენერგიის გამოყენებაზე. დამბაჩის ძირითადი ნაწილები — ჩარჩო ლულითა და სასხლეტი კავით, საკეტი დამცემითურთ, ამომყრელი და საფრთხილო, დამცემსასხლეტი მექანიზმის უკუმომქცევი ზამბარა, სახელურის ლოყები ხრახნითურთ, სასხლეტის საკავებელი და სავაზნე კოლოფი — მექანიზებულია. დამბაჩით შეიარაღებული არიან ოფიცრები, აგრეთვე ზოგი სპეციალური ნაწილის სერჟანტები და ჯარისკაცები. დამბაჩა ეწოდება აგრეთვე ხელის ძველებურ ცეცხლსასროლ მოგრძოლულიან (იყო ორ-, იშვიათად სამლულიანი) იარაღს.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 3, გვ. გვ. 353, თბ., 1978
 
[[კატეგორია:საბრძოლო იარაღები]]