გრიგოლ განმანათლებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
 
 
[[სურათი:Stgregoryilluminator.jpg|thumb|right|px]]
 
'''გრიგოლ განმანათლებელი''', ''პართელი'' ({{lang-hy|Գրիգոր Լուսավորիչ}}, დ. დაახლოებით [[239]] - გ. [[326]]), [[სომხეთი]]ს ქრისტიანული [[სომხური სამოციქულო ეკლესია|ეკლესიის]] ფუძემდებელი. ტრადიცია გრიგოლ განმანათლებელს მიაწერეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებას სომხეთში. მისი ცხოვრების ამსახველი წყაროა [[აგათანგელოსი]]ს „სომხეთის ისტორია“, რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსიით მოაღწია. აგათანგელოსის მიხედვით, გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის [[თრდატ III]]-ის მამა ხოსრო. შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღზარდეს. სომხეთში დაბრუნებულმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, მაგრამ მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა. თრდატ III-ის ბრძანებით გრიგოლ განმანათლებელი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ ხაროში ჩააგდეს. იგი „ღვთაებრივი სასწაულით“ გადაურჩა სიკვდილს და სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა. მალე ქრისტიანობა სოლხეთის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა (301 ან 315/316) და გრიგოლ განმანათლებელი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში. ზოგჯერ სომხურ ეკლესიას მისი სახელის მიხედვით გრიგორიანულსაც უწოდებენ.
==ლიტერატურა==