ნამარხი ნაშთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{თარგი:ნამარხი ნაშთები|float=right}}
'''ნამარხი''' (''ფოსილური'') ნაშთები დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის დამტკიცებულ ფაქტებს წარმოადგენენ. ისინი სხვადასხვა სახისაა - დაწყებული [[ცხოველები|ცხოველთა]] და [[მცენარეები|მცენარეთა]] გაქვავებული ნაწილებისგან დამთავრებული ფიჭვის ხის ფისზე მიკრული მწერებით, რომლებიც გაქვავებული ქარვის ნატეხად არიან ქცეული. ნამარხი ნაშთების კვალი გულისხმობს ცხოველთა ფეხის ანაბეჭდებს და ზღვის ფსკერზე არსებული ცხოველთა სოროების მსგავს ამოთხრილ ადგილებს. ზოგიერთი განსაკუთრებული ნამარხი მოიცავს მასიური [[დინოზავრები|დინოზავრის]] ჩონჩხს. სხვა მიკრონაშთები იმდენად მცირეა, რომ მათი დათვალიერება მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშაა შესაძლებელი. მიკრონაშთები ხშირად მნიშვნელოვან გასაღებს წარმოადგენს გაზის და ნავთობის მაძიებელთათვის. ნამარხების შესწავლისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაშუქება, თუ როგორ განვითარდა სიცოცხლე დედამიწაზე. ხშირად ყველაზე ფრაგმენტული ინფორმაციიდან, [[პალეონთოლოგია|პალეონთოლოგები]] (მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ ნამარხ ნაშთებს) დიდი ხნის წინათ გადაშენებულ ცხოველთა და მცენარეთა ბუნებას ადგენენ. მათი კვლევები ზოგჯერ საოცარ ფაქტებს ავლენს. მაგალითად, დინოზავრების ძვლების შესწავლამ ცხადყო, რომ ზოგიერთი მათგანი რევმატოიდული ართრიტით იყო დაავადებული.
 
ნამარხი ნაშთები მეცნიერებს უდიდეს ინფორმაციას აწვდის. აღმოჩენილი ფოსილური ნაშთების მიხედვით, პალეონთოლოგებს შეუძლიათ დაადგინონ ქანების ასაკი. ეს [[სტრატიგრაფია]]ში (ქანების და შრეების შესწავლა) წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.
 
ნამარხი ნაშთებიდან, აგრეთვე, შესაძლოა ვიმსჯელოთ წარსულ დროში არსებული კლიმატის შესახებ. მეცნიერების ამ დარგს [[პალეოკლიმატოლოგია]] ეწოდება. ფოსილური ნაშთები ხშირად გვაწვდიან ინფორმაციას გარემოს შესახებ,{{თარგი:ნამარხი ნაშთები|float=right}} რომელშიაც უძველესი მცენარეები და ცხოველები ცხოვრობდნენ. მეცნიერების ამ დარგს ეწოდება [[პალეოეკოლოგია]]. ნაშთები მოიცავენ ინფორმაციას პალეოგეოგრაფიის შესახებ, კონტინენტური დრეიფის (თეორია კონტინენტის მოძრაობის შესახებ) კვლევის ჩათვლით.
 
=არასრული ნაშთები=