დამბაჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დამბაჩა''', ''პისტოლეტი'', ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი,...
(განსხვავება არ არის)

14:54, 16 ივლისი 2009-ის ვერსია

დამბაჩა, პისტოლეტი, ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი,. განკუთვნილია მოკლე მანძილზე (50-70 მ-მდე) მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ცნობილია საბრძოლო, სასიგნალო და სპორტული დამბაჩები. საბრძოლო დამბაჩის წონა 0,7-1,0 კჰ., კალიბრი 5,35-11,43 მმ, სავაზნე კოლოფის ტევადობა 5-8 და მეტი ვაზნა. დამბაჩა შეიძლება იყოს ავტომატური და არაავტომატური. უმეტესობის მოწობილობა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის უკუცემის ენერგიის გამოყენებაზე. დამბაჩის ძირითადი ნაწილები — ჩარჩო ლულითა და სასხლეტი კავით, საკეტი დამცემითურთ, ამომყრელი და საფრთხილო, დამცემსასხლეტი მექანიზმის უკუმომქცევი ზამბარა, სახელურის ლოყები ხრახნითურთ, სასხლეტის საკავებელი და სავაზნე კოლოფი — მექანიზებულია. დამბაჩით შეიარაღებული არიან ოფიცრები, აგრეთვე ზოგი სპეციალური ნაწილის სერჟანტები და ჯარისკაცები. დამბაჩა ეწოდება აგრეთვე ხელის ძველებურ ცეცხლსასროლ მოგრძოლულიან (იყო ორ-, იშვიათად სამლულიანი) იარაღს.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. გვ. 353, თბ., 1978