დავით XI: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ ბოტის შეცვლა: fr:David IX de Karthli |
მ +ბმულები |
||
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|დავით}}
'''დავით XI''', დაუთ-ხანი, ქართლის ხანი (ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე) [[1569]]-[[1578]], [[ლუარსაბ I|ლუარსაბ I-ის]] ძე. დავით XI-მ უღალატა ძმას [[სიმონ I|სიმონ I-ს]] და თავის მომხრე ქვემო ქართლის თავადებთან — [[ბარათაშვილები|ბარათაშვილებთან]] ერთად [[1561]] ირანს გაემგზავრა და შაჰ-[[თამაზ I]]-ს ეახლა ყაზვინს. იგი გაამაჰმადიანეს, ვასალობის [[რაყამი]] უბოძეს, ქართლის ხანად დანიშნეს ([[1562]]) და ყიზილბაშთა ჯარით საქართველოში გამოგზავნეს. დავით XI განაგებდა მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლს, რომელიც ამ დროს ირანს ეპყრა. დანარჩენი ქართლი სიმონ I-ს ემორჩილებოდა, რომელსაც ფეოდალთა დიდი ნაწილი ერთგულობდა. ქართლში „ორიანობა“ (ორმეფობა) დამყარდა. დავით XI-მ [[1569]] ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა დახმარებით სიმონი დაამარცხა და ქართლის ერთადერთი მმართველი გახდა. დატყვევებული სიმონი ირანში გაგზავნეს. მაგრამ თავადთა უმეტესობა საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით კვლავ განაგრძობდა დავით XI-ისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას. დავით XI წელიწადში 20000 დუკატს უხდიდა ირანს ხარკად. [[1578]], როცა [[ოსმალეთი]]ს დიდი არმია მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი ადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. ოსმალებმა ქართლი საფაშოდ გამოაცხადეს და თბილისში ფაში დასვეს. [[1578]] ირანის მთავრობამ სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად, დავით XI-მ ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. დავით XI-ის ვაჟებმა ბაგრატმა და ხოსრომ ჯერ კახეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი ირანში წავიდნენ. დავით XI-მ ოსმალეთში რამდენიმე წელი დაჰყო და იქვე გარდაიცვალა. ოსმალეთში ყოფნის დროს ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი ([[იადიგარ დაუდი]]) შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.
{{-}}
|