თედო რაზიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ''' თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი''' (დ. ივლისი, 1869, სოფ. ჩარგალი, ა...
 
+კატ.
ხაზი 1:
''' თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი''' (დ. [[ივლისი]], [[1869]], სოფ. [[ჩარგალი]], ახლანდელი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]] - გ. [[19 იანვარი]], [[1992]], სოფ. [[ხელთუბანი]], ახლანდელი [[გორის მუნიციპალიტეტი]], დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]], [[პანთეონი (დიდუბე)|დიდუბის პანთეონში]]), ქართველი მწერალი. [[ვაჟა-ფშაველა]]სა და [[ბაჩანა]]ს ძმა.
 
==ბიოგრაფია==
1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. 1890-1905 წლებში იყო ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 სახლკარი გადაუწვეს. ერთხანს ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.
 
1890 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიკაციური წერილები და სხვა. რაზიკაშვილმა განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი აღიზარდა [[სამოციანელები]]ს, განსაკუთრებით [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრამული იდეები (მოთხრობები:„კოდალა“, 1900; „ცასწაალამ როგორ მოიხვეჭა სახელი“, 1906; ლექსი „ვაი ისე თუ სოფელმა...“, 1893 და სხვა).
 
{{DEFAULTSORT:რაზიკაშვილი, თედო}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1869]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1992]]