კომა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mk:Кома
ბოტის დამატება: fa:اغماء; cosmetic changes
ხაზი 1:
'''კომა''' ([[ბერძნ.]] koma - ღრმა ძილი, თვლემა), ''კომატოზური მდგომარეობა'', მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა - ცნობიერების ღრმა დარღვევა და გარე გამღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციის მკვეთრი შესუსტება ან სრული დაკარგვა. ახასიათებს რეფლექსების თანდათანობით მოშლა სრული გაქრობამდე, სუნთქვის სიღრმისა და რიტმის დარღვევა, მაჯოსცემის შენელება ან აჩქარება, ტემპერატურული რეგულაციის მოშლა, არტერიული სისხლის წნევის დაცემა და ა. შ.
 
კომა ვითარდება თავის ტვინის ქერქის, ქერქვეშა მიდამოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო დაბალი უბნების ღრმა შეკავების შედეგად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის, თავის ტრავმის, ანთების (ენცეფალიტი, მენინგიტი, მალარია) და სხვა დროს; შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მოწამვლამ (მაგ., ბარბიტურატებით) ან განვითარდეს [[დიაბეტი შაქრიანი|შაქრიანი დიაბეტის]], ურემიის (ურემიული კომა) ჰეპატიტის დროს. ამასთან ნერვულ ქსოვილში ირღვევა [[ტუტემჟავური წონასწორობა]], ვითარდება ჟანგბადის შიმშილი და სხვა. კომას წინ უძღვის პრეკომატოზური მდგომარეობა.
 
{{მედიცინა}}
 
[[კატეგორია:ნევროლოგია]]
 
Line 18 ⟶ 19:
[[et:Kooma]]
[[eu:Koma (egoera)]]
[[fa:اغماء]]
[[fi:Kooma]]
[[fr:Coma]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომა“-დან