ოდიშ-გურიის დაბლობი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ოდიშ-გურიის დაბლობი''', [[კოლხეთი]]ს აკუმულაციური დაბლობის შუა ნაწილი. [[მდინარე]] [[ენგური]]ს ქვემო დინებიდან მდინარე [[სუფსა]]მდე და [[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]] მდინარე [[ცხენისწყალი|ცხენისწყლამდე]]. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 50 [[მ]]. ოდიშ-გურიის დაბლობი ზედამეოთხეული და თანადროული ნალექებით აგებული ბრტყელი და დაბალი ვაკეა. იყოფა ოდიშისა და გურიის დაბლობებად. ''ოდიშის დაბლობი'' მდინარე [[რიონი]]ს მარჯვენა მხარეზეა, ''გურიის დაბლობი'' — მარცხენაზე. [[ჰავა]] ნესტიანი სუბტროპიკულია. დაბლობის დასავლეთი სანაპირო უკავია სამეურნეოდ ნაკლებად ათვისებულ ჭალადიდის დაჭაობებულ მასივს. დაბლობს ჰკვეთს მდინარეები: [[ხობისწყალი]], რიონი, [[ფიჩორი]]. ოდიშ-გურიის დაბლობზეა [[პალიასტომის ტბა|პალიასტომის]], [[ჯაპანა (ტბა)|ჯაპანას]]ს, [[გულეთკარი]]ს, ჩალუბის, [[პატარა პალიასტომი]]ს, [[იმნათის ტბა|იმნათის]], [[მალთაყვა|მალთაყვისა]] და [[გრიგოლეთი]]ს ტბები. სანაპიროს დიუნების ზოლი შემოსილია სუსტად განვითარებული მცენარეულობით ([[ქვიშამხალი]], [[ლურჯი ნარი]], [[ზღვის შროშანი]], [[ნეგო]], [[რძიანა]], [[ხურხუმი]], [[ქაცვი]] და სხვა). [[ჭაობი|ჭაობების]] ნაწილი [[ისლი]]თ ან [[ხავსი]]თ არის დაფარული, ნაწილი კი [[მურყანი|მურყნარს]] უკავია. ოდიშ-გურიის დაბლობზე გაშენებულია ქალაქები: [[ფოთი]], [[ლანჩხუთი]], [[სენაკი]], [[აბაშა]] და [[ხობი]]. დაბლობის დაუჭაობებელი ნაწილი ათვისებულია სუბტროპიკული კულტურებისათვის.
 
==ლიტერატურა==