'''მამია II გურიელი''' ( † [[1625]]), გურიის მთავარი [[1600]]-[[1625]], [[გიორგი II გურიელი |გიორგი II გურიელის]] ძე. ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ის]] ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის[[ოსმალეთი]]ს საშინაო კრიზისმა განაპირობა [[გურიის სამთავროსსამთავრო]]ს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. [[1609]] წელს მამია II გურიელმა ოსმალები განდევნა [[აჭარა|აჭარიდან]] და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. მას მხარს უჭერდა ოდიშის[[ოდიში]]ს მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონომიური ბლოკადით აიძულა მამია II გურიელი ზავი დაედო ([[გურია-ოსმალეთის შეთანხმება|გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614]]). მამია II გურიელმა [[აჭარა]] დაკარგა და [[თურქეთი|თურქეთისოსმალეთი]]ს ხარკი იკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. [[1618]] წელს მამია II გურიელმა [[რუსეთი |რუსეთის]]ს მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ. მოკლა შვილმა [[სიმონ II გურიელი|სიმონმა]].