როსტომ გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''როსტომ გურიელი''', გურიის მთავარი [[1534]]-[[1566]] წლებში, [[მამია I გურიელი|მამია I გურიელის]] ძე. აქტიურად იბრძოდა თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ, მონაწილეობდა [[მურჯახეთის ბრძოლა 1535|მურჯახეთის]] ([[1535]]), [[ქარაღაქის ბრძოლა 1543|ქარაღაქის]] ([[1543]]) და [[სოხოისტის ბრძოლა 1545|სოხოისტის]] ([[1545]]) ბრძოლებში. [[მურჯახეთის ბრძოლა]]შიბრძოლაში დახმარებისათვის [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფემ უბოძა სამცხის სამთავროს ნაწილი - [[აჭარა]] და [[ჭანეთი]]. როსტომ გურიელის საქმიანობით განრისხებულმა [[ოსმალეთი|თურქებმა]] გურიაზე გაილაშქრეს. [[1547]] თურქთა ფლოტი გურიის სანაპიროს მიადგა, თურქებმა გონიოსა და ბათუმის[[ბათუმი]]ს მხარეები დაიკავეს. როსტომ გურიელმა დახმარება იმერეთის მეფისა და დადიანს სთხოვა. იმერეთის მეფის ინტრიგის გამო როსტომ გურიელი მტერს მარტო შეებრძოლა, დაამარცხა და მდინარე [[ჭოროხი]]ს გაღმა განდევნა. თურქებმა აჭარა და ჭანეთი მაინც შეინარჩუნეს, [[გონიოს ციხე]] გაამაგრეს და თავიანთ ფორპოსტად აქციეს. მომდევნო ხანებში როსტომ გურიელი თურქებთან ბრძოლას განაგრძობდა და არც იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა.
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როსტომ_გურიელი“-დან