რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

((ბოტი: Статуя_Юпитера.jpg შეიცვალა Statue_of_Zeus_(Hermitage)_-_Статуя_Юпитера.jpg-ით))
[[სურათი:Minerwa from Bath.jpg|thumb|left|მინერვას თავი]]
თანამედროვე მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველ რიგში სავარაუდოდ ქურუმული წიგნები ”[[ინდიგიტამენტები]]” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია [[პონტიფიკუსიპონტიფიკები|პონტიფიკუსებისპონტიფიკების]] მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია [[ძვ. წ. I ათასწლეული|I ათასწლეულის]] დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
 
ზოგ ავტორს მიაჩნია, რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოდ, რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით, რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, [[მუციუს სცევოლუსი|მუციუს სცევოლუსზე]], რომელსაც იგი ადარებს [[სკანდინავია|სკანდინავიურ]] [[ფრეირი|ფრეირს]], [[ჰორაციუს კოკლესი|ჰორაციუს კოკლესზე]], რომელსაც [[ოდინი|ოდინს]] ადარებს).
42

რედაქტირება