ტოპოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hu:Topológia
ხაზი 21:
ტოპოლოგიური სივრცეები ბუნებრივად ჩნედება [[მათემატიკური ანალიზი|მათემატიკურ ანალიზში]] და [[გეომეტრია|გეომეტრიაში]]. როგორც მათემატიკის დამოუკიდებელი დისციპლინა ტოპოლოგია ჩამოყალიბდა 20–ე საუკუნის დასაწყისში და მალევე მათემატიკური კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გახდა. ტოპოლოგიის წარმოშობას წინ უძღოდა 19–ე საუკუნის ბოლოს [[კანტორი, გეორგ|გეორგ კანტორის]] მიერ [[სიმრავლეთა თეორია|სიმრავლეთა თეორიის]] შექმნა. ტოპოლოგია არის მათემატიკის პირველი დარგი, რომლის ფორმულირება სიმრავლეთა თეორიის მეშვეობით განხორციელდა. ეს, თავის მხვრივ, გახდა სიმრავლეთა თეორიის თანამედროვე მათემატიკს დაფუძნების სტანდარტულ საშუალებად ქცევის მნიშვნელოვანი პირობა.
 
ტოპოლოგიის წარმოშობისათვის განსაკუთრებით აღსანიშნავია [[პუანკარე, ანრი|ანრი პუანკარეს]] შრომები, სადაც პირველად ჩნდება [[ჰომოლოგია|ჰომოლოგიის]] და [[ჰომოტოპია|ჰომოტოპიის]] ცნებები ([[1895]]). მოგვიანებით, [[1906]] წელს [[მორის, ფრეშე|მორის ფრეშემ]] ფუნქციათა სივრცეებზე სხვადასხვა მათემატიკოსების შრომებიდან ერთიანი თეორიის შექმნის მიზნით შემოიტანა [[მეტრიკული სივრცე|მეტრიკული სივრცის]] ცნება. სახელდობრ, [[ტოპოლოგიური სივრცე|ტოპოლოგიური სივრცის]] განმარტებები კი პირველად ჩამოაყალიბეს [[ჰაუსდორფი, ფელიქს |ფელიქს ჰაუსდორფმა]] ([[1914]]) და ოდნავ უფრო ზოგადი სახით [[კურატოვსკი, კაზიმირ |კაზიმირ კურატოვსკიმ]] ([[1922]]). საქართველოში ტოპოლოგიურ კვლევას საფუძველი ჩაუყარა [[ჭოღოშვილი, გიორგი|გიორგი ჭოღოშვილმა]]. ქართულმა ტოპოლოგიურმა სკოლას მრავალი შესანიშნავი მათემატიკოსი ამშვენებს, მათ შორის გამორჩეულნი არიან [[ბერიკაშვილი ,ნოდარ | ნოდარ ბერიკაშვილი]], [[ქადეიშვილი თორნიკე| თორნიკე ქადეიშვილი]],
[[ჩიგოგიძე ალიკო| ალიკო ჩიგოგიძე]] და სხვები.
 
==ტოპოლოგიის მიმართულებები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტოპოლოგია“-დან