ალეგზანდერ ჰამილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: uk:Александер Гамілтон
ბოტის დამატება: gl:Alexander Hamilton; cosmetic changes
ხაზი 1:
[[Imageფაილი:Alexander Hamilton.jpg|thumb|200px|ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტი, ავტ. ჯონ თრამბალი, 1792]]
'''ალექსანდრ ჰამილტონი''' (''ინგლ. Alexander Hamilton'') (დ. [[11 იანვარი]], [[1755]] ან [[1757]] — გ. [[12 ივლისი]], [[1804]]), ამერიკელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და სამხედრო. ჰამილტონი „[[ფედერალისტთა დოკუმენტები|ფედერალისტთა დოკუმენტების]]“ ერთ–ერთი ავტორია (ინგლ. Federalist Papers). ამ დოკუმენტით დაიცვეს აშშ–ს ახალი კონსტიტუცია სკეპტიკოსი ნიუ–იორკელებისგან. ჰამილტონის დამსახურებაა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება, ის იყო ფინანსთა მინისტრი, მან ჩამოაყალიბა [[პირველი ამერიკული ბანკი]], სახალხო კრედიტი და [[საფონდო ბირჟა]]. საკუთარი პოლიტკური შეხედულებების [[ჯეფერსონი, თომას|თომას ჯეფერსონისა]] და [[ჯეიმს მედისონი|ჯეიმს მედისონისაგან]] დასაცავად, ჰამილტონმა ჩამოაყალიბა პირველი პოლიტიკური პარტია, [[ფედერალისტთა პარტია]], რომლის ლიდერიც იყო ვიდრე [[ბური, აარონ |აარონ ბურთან]] დუელის დროს არ დაიღუპა.
 
== ადრეული წლები ==
[[Imageფაილი:Young_alexander_hamilton.jpg|thumb|left|100px|ალექსანდრ ჰამილტონი ბავშვობაში]]
ალექსანდრ ჰამილტონი დაიბადა კარბიის ერთ–ერთ კუნძულზე კერძოდ [[კუნძული ნევისი|ნევისზე]]. მისი მამა იყო [[შოტლანდიელი]] ბიზნესმენი ჯეიმს ჰამილტონი, ხოლო დედა [[ფრანგი]] [[ჰუგენოტი]]. ჰამილტონის დაბადების თარიღთან დაკავშირებით არის გაურკვევლობა, თვითონ ჰამილტონი ამბობდა რომ ეს იყო 1757 წელი, თუმცა სასამართლო ჩანაწერების მიხედვით მისი დაბადების წელია 1755. ისტორიკოსი [[ჩერნოუ, რონალდ|რონ ჩერნოუს]] მტკიცებით, ჰამილტონმა სპეციალურად გაიახალგაზრდავა თავი და მისი დაბადების თარიღი 1757 წლად გამოაცხადა, [[მეფის კოლეჯი|მეფის კოლეჯში]] (ამჟამად [[კოლუმბიის უნივერსიტეტი]]) ჩასარიცხად.
 
ჰამილტონი მამამ მიატოვა, ხოლო დედა გარდაიცვალა [[1768]] წელს. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს კუნძულ [[კუნძული სენტ კრუა|სენტ კრუაზე]] დედის ნათესავებთან. იქ მან თავისი ბიძის საბუღალტრო ფირმაში დაიწყო მუშაობა კლერკად. როდესაც ბიძამისი ნიკოლას კრუგერი მიდიოდა საზღვარგარეთ ხელმძღვანელად ალექსანდრს ტოვებდა.
 
ჰამილტონმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია რომელშიც მოთხრობილი იყო ქარიშხალის შესახებ, რომლემაც რამდენიმეჯერ შეუტია [[კარიბის კუნძულები|კარიბის კუნძულებს]]. სტატია იმდენად კარგად და დრამატულად იყო დაწერილი რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ჰამილტონის [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკაში]] გაგზავნა დაეფინანსებინათ. იგი 6 თქვე ცხოვრობდა [[ელიზაბეთი, ნიუ ჯერსი|ელიზაბეთში]] ([[ნიუ ჯერსი]]), ხოლო [[1772]] წელს იგი დასახლდა [[ნიუ იორკი|ნიუ იორკში]]. შემდგომში მან ჩააბარა მეფის კოლეჯში (ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა ანატომიას რადგან სურდა გამოსულიყო ექიმი.
ხაზი 14:
[[1780]] წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]] ალექსანდრ ჰამილტონი დაქორწინდა ელიზაბეთ შილერზე, გენერალ [[შილერი ფილიპ|ფილიპ შილერის]] ქალიშვილზე.
 
[[Imageფაილი:Hamilton-Alexander-LOC.jpg|thumb|150px|ალექსანდრ ჰამილტონი]]
ის ასევე მუშაობდა ნიუ იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში და [[1787]] წელს მიწვეული იყო [[კონსტიტუციური კონვენცია|კონსტიტუციურ კონვენციაზე]]. ჰამილტონი ემხრობოდა ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს, ანუ დაახლოებით მეფის დონის პრეზიდენტობას და პარლამენტის ისეტ მოდელს როგოიც ინგლისური [[ლორდთა პალატა]] იყო. ამის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში [[მონარქიზმი|მონარქისტად]] მოიხსენიებდნენ. ჰამილტონი ასევე ემხრობოდა მონობის გაუქმებას.
 
== ფინანსთა მინისტრობა ==
 
[[მორისი, რობერტ|რობერტ მორისის]] რჩევით, ჯოჯრ ვაშინგტონმა, პირველ ფინანსთა მინისტრად დანიშნა ალექსანდრ ჰამილტონი. მან თავისი პოსტი დაიკავა [[1789]] წლის [[11 სექტემბერი|11 სექტემბერს]] და მუშაობდა ამ პოსტზე [[1795]] წლის [[31 იანვარი|31 იანვრამდე]].
 
ჰამილტონმა შემოიტანა ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მან დიდი წვლილი შეიტანა [[აშშ–ს საზღვაო ძალები|აშშ–ს საზღვაო ძალების]] შექმნაში. მან შექმნა პირველი ამერიკული ბანკი
 
== მინისტრობის შემდგომი პერიოდი ==
 
[[1794]] წელს ჰამილტონმა რომანი გააბა [[რეინოლდსი, მარია|მარია რეინოლდსთან]], ამან მის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა და შემდგომ პოლიტიკურ წინსვლაში ხელი შეუშალა. რეინოლდსის ქმარმა გადაწყვიტა ჰამილტონის დაშანტაჟება, რისთვისაც ის დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ რეინოლდსი დაუკავშირდა [[ჯეფერსონის რესპუბლიკელები|ჯეფერსონის რესპუბლიკელებს]], კერძოდ [[ჯეიმზ მონრო]]ს. ჰამიტლონმა უარყო ყველა ბრალდება, თუმცა არ უარყოფდა მარია რეინოლდსთან ნაცნობობას.
 
მონრო შეპირდა ალექსანდრ ჰამილტონს რომ ყველა დეტალს საიდუმლოდ შეინახავდა და საჯაროდ არ გამოაქვეყნებდა, თუმცა თომას ჯეფერსონი ასე არ ფიქრობდა. ჭორების გავრცელების შემდეგ ჰამილტონი იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა ეს ფაქტი, რამაც შოკში ჩააგდო მისი მომხრეები და ოჯახის წევრები. კონფიდენციალურობის დარღვევისათვის და სიტყვის გატეხვისათვის ჰამილტონა დუელში გამოიწვია ჯეიმს მონრო, თუმცა ეს დუელი მაშინდელი სენატორის აარონ ბურის ალისხმევის შედეგად გაუქმდა.
 
[[1795]] წელს ჰამილტონი გადადგა ფინანსთა მინისტრობიდან თუმცა საჯარო სამსახურს არ დამშვიდობებია. იგი რჩებოდა ვაშინგტონის მრჩეველად. სწორედ ჰამილტონის რჩევით დაწერა ჯოჯრ ვაშინგტონმა „[[ჯორჯ ვაშინგტონის „გამოსამშვიდობებელი მიმართვა“|გამოსამშვიდობებელი მიმართვა]]“ . მიუხედავად ვაშინგტონის და ჰამილტონის კარგი უერთიერთობისა, მას ცუდი ურთიერთობა ჰოქნდა [[ადამსი, ჯონ|ჯონ ადამსთან]].
ჰამიკლტონმა [[1800]] წელს გამოაქვეყნა ჯონ ადამსის კრიტიკით სავსე წერილი, რამაც ხელი შეუშალა ჯონ ადამსის გამარჯვებას [[1800 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ–ში|1800 წლის არჩენებში]].
 
ჯეფერსონმა დაამარცხა ადამსი, მაგრამ მან და მისმა თანამებრძოლმა აარონ ბურმა მიიღეს 73–73 ხმა, პირველ ადგილზე გასული ადამიანი უნდა ყოფილიყო [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] ხოლო მეორე ადგილზე გასული [[ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი|ვიცე პრეზიდენტი]], რადგან კანდიდატებს თანაბარი ხმები ჰქონდათ, გადაწყვეტილება უნდა მიეღო [[წარმომადგენელთა პალატა (აშშ)|წარმომადგენელთა პალატას]], აქ კი დიდი როლი ითამაშა ჰამილტონმა და თავისი მომხრეების მობილიზებით ჯეფერსონს მისცა დიდი უპირატესობა, მიუხედავად იმისა რომ იგი ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა ჯეფერსონს, მან აარონ ბურის გაპრეზიდენტებას ისევ ჯეფერსონი არჩია. ჯეფერსონი გახდა პრეზიდენტი, ხოლო ბური შესაბამისად ვიცე პრეზიდენტი.
 
== დუელი აარონ ბურთან ==
[[Imageფაილი:Hamilton-burr-duel.jpg|thumb|left|200px|დუელი აარონ ბურთან]]
არჩევნებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, პრესაში გამოქვეყნდა სტატია სადაც თავმოყრილი იყო ჰამილტონის აზრები აარონ ბურის შესახებ, ფრაზები ჩაწერილი იყო პირადი საუბრების დროს. ჩათვალა რა, რომ პოლიტიკურ რეიტინგს დაიბრუნებდა, ბურმა ჰამილტონისგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა, რაზეც რასაკვირველია მიიღო უარი.
 
საერთო მეგობრების მცდელობების მიუხედავად [[დუელი]] თავიდან ვერ აიცილეს და ის [[1804]] წლის [[11 ივლისი|11 ივლისს]] დაინიშნა [[ჰუძონი (მდინარე)|მდინარე ჰუძონის]] სანაპიროზე [[უიჰაუკენი, ნიუ ჯერსი|უიჰაუკენის]] ([[ნიუ ჯერსი]]) მახლობლად.
ხაზი 44:
ჰამილტონი მეორე დღეს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, რომელიც მდებარეობს მანჰეტენზე. [[გუვერნორი, მორის|გუვერნორ მორისმა]], ჰამილტონის პოლიტიკურმა თანამებრძოლმა, დასაფლავების შემდეგ საიდუმლოდ შექმნა ფონდი რათა დახმარებოდა ჰამილტონის ქვრივსა და შვილებს.
 
== ჰამილტონის დამსახურება ==
[[imageფაილი:US10dollarbill-Series_2004A.jpg|thumb|200px|ჰამილტონის პორტრეტი 10 დოლარიან ბანკნოტზე]]
დასაწყისიდანვე, ჰამილტონი აქტიურად მუშაობდა სხვა და სხვა პროექტებზე და შექმნა პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი ქმნიდა პროექტებს და თვითონვე გაჰქონდა და იცავდა [[აშშ-ის კონგრესი|კონგრესის]] წინაშე.
 
ხაზი 53:
 
{{DEFAULTSORT:ჰამილტონი, ალექსანდრე}}
 
[[კატეგორია:ამერიკელები]]
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსები]]
Line 68 ⟶ 69:
[[fi:Alexander Hamilton]]
[[fr:Alexander Hamilton]]
[[gl:Alexander Hamilton]]
[[he:אלכסנדר המילטון]]
[[id:Alexander Hamilton]]