არაგვის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: en:Duchy of Aragvi, fr:Liste des ducs d'Aragvi; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
'''არაგვის საერისთავო''', ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოხელე-ერისთავი (ზოგი წყაროებით [[ერისთავთერისთავი]]). მდებარეობდა არაგვის ხეობასა და თერგის სათავეებში (თემები - [[ხევი]], [[თრუსო]], [[ხადა]], [[გარეშემო]], [[მრევლი]], [[ცხავატი]], [[გუდამაყარი]], [[ხანდო]], [[ჭართალეთი]] და ე. წ. არაგვის ბარის ზოლი სოფ. [[მისაქციელი]]დან [[ანანური|ანანურამდე]]). მოსახლეობა დაახლოებით 3300 კომლი (1770). წყაროებით ცნობილი პირველი ერისთავები არიან შაბურისძეები (XIII საუკუნიდან), რომელნიც მემკვიდრეობით ფლობდნენ ამ სახელოს. დაახლოებით XV საუკუნის შუა ხანებიდან არაგვის საერისთავო ფაქტობრივად ერისთავების მამულად ანუ სათავადოდ იქცა. XVI საუკუნეში ვანათელმა აზნაურმა (პატარა ლიახვის ხეობიდან) ქსნის ერისთავთა დახმარებით ამოწყვიტა არაგვის ერისთავები და თვითონ დაეპატრონა საერისთავოს. ამიერიდან არაგვის საერისთავოს ერისთავად მისი მემკვიდრეები ინიშნებოდნენ. არაგვის ერისთავის რეზიდენცია იყო [[დუშეთი]] და [[სიონი]], მთავარი ციხე - [[ანანური (ძეგლი)|ანანური]], საძვალე და საგვარეულო მონასტრი - [[ბოდორნა]]. XV საუკუნამდე ერისთავს ქვეყნის მართვაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მოხელეები ([[გამგებელი]], [[ხევისთავი]], [[ციხისთავი]], [[მამასახლისი]] და სხვა) ეხმარებოდნენ, შემდეგ კი [[სახლთუხუცესი]], [[მოურავი]], [[ნაცვალი]], [[მამასახლისი]] და სხვა.
 
არაგვის საერისთავოს ბარში სოფლის მეურნეობის დარგებიდან წამყვანი იყო მარცვლეული კულტურები და [[მებაღეობა]], [[მევენახეობა]], მთაში (ანანურიდან დარიალამდე) კი - [[მეცხოველეობა]], განსაკუთრებით [[მეცხვარეობა]] (უდუმო, კუდიანი ცხვარი). შინამრეწველობის დარგებიდან განვითარებული იყო ყველის კეთება, შალის ქსოვა, ტყაპუჭის დამზადება და სხვა. ვაჭრობა-მრეწველობა სუსტად იყო განვითარებული. მცირე სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები იყო [[დუშეთი]], [[ანანური]], [[ჟინვანი]]. არაგვის საერისთავოყესაერისთავოზე გადიოდა საქართველოს ჩრდილოეთ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა (მერმინდელი [[საქართველოს სამხედრო გზა]]).