ალექსანდრე ბოროდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის დამატება: ku:Aleksandr Borodîn)
[[სურათი:Borodin.jpg‎|thumb]]
'''ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (გედევანიშვილი)''' ([[რუს.]]: Александр Порфирьевич Бородин) (დ.[[12 ნოემბერი]] (სხვა წყაროებით 31 ოქტომბერი), [[1833]] – გ. [[27 თებერვალი]] (სხვა წყაროებით 15 თებერვალი), [[1887]]) ქართული წარმოშობის რუსი [[ქიმიკოსი]] და [[კომპოზიტორი]]. თავადი ლ. გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის - პორფირი ბოროდინის შვილი). იყო "[[მძლავრი ჯგუფი]]ს" წევრი. განთქმულია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით ''პრინცითავადი იგორი''.
 
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: [[ლუკა გედევანიშვილი|ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი]], ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა (Евдокии Константиновны Антоновa). [[1856]] წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. [[1874]]-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი ([[1872]]-[[1887]]). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. [[1862]] წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც [[მიხეილ გლინკა]]ს მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.
 
==ნამუშევრები ქიმიაში==
ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ირიგინალური ხერხი. მანვე მიიღო ირველი ფთთორორგ. ნაერთი - ბენზოლის ფთორიდი ([[1862]]) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია.
 
==შემოქმედება==
ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს [[კლასიკური მუსიკა|კლასიკური მუსიკის]] საგანძურში.
 
ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა "თავადი იგორი". სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს [[ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი|ნ. რიმსკი-კორსაკოვმა]] და [[ალექსანდრე გლაზუნოვი|ალექსანდრე გლაზუნოვმა]]; დაიდგა [[1890]], მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში)
==ლიტერატურა==
*//''[[ქსე]]''
 
{{პორტალი|კლასიკური მუსიკა}}
3,207

რედაქტირება