ვარციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში ''როდოპოლისი'', ქართულ წყაროებში ''ვარციხე'', ''ვარდციხე''). პირველად მოიხსენიებაVI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნჳშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
 
ვარციხის ტერიტორიაზე [[1968]] წლიდან დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები. [[1972]] წლიდან კი ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გამოვლინდა IV-VI სს. კოშკებიანიგალავნით გარშემოტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. ამ ხანაში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო. ამ დროის არქეოლოგიური მასალა (ძირითადად კერამიკა და მინა) ეგრისის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიუთითებს. აღმოცენილი წითელლაქიანი [[კერამიკა]] და ამფორები აქ [[რიონი|რიონ]]-ფასისის გზით უნდა მოხვედრილიყო. ეს გზა, რომელიც [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანაში]] იყო ცნობილი, ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე ინარჩუნებდა მნიშვნელობას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ქალაქ [[არტაშატი]]დან სებასტოპოლისაკენ მიმავლ გზას, რომელიც [[ზეკარი|ზეკარზე]], [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] ხეობასა და ვარციხეზე გადიოდა.
 
{{ესკიზი-საქართველო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარციხე“-დან