პურის ხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პურის ხე''', ერთსახლიანი ხეები [[თუთ...
 
დამატება
ხაზი 1:
'''პურის ხე''', [[ერთსახლიანი მცენარეები|ერთსახლიანი]] ხეები [[თუთისებრნი|თუთისებრთა]] ოჯახის [[Artocarpus]]-ის გვარისა. მისი 50-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოკენიაში, სამხრეთ ამერიკასა და ზოგ სხვა ტროპიკულ რაიონებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ პურის ხეს და ინდურ პურის ხეს. [[ჩვეულებრივი პურის ხე]] (Artocarpus altilis ანუ Artocarpus communis, Artocarpus incisa) დიდი ხანია კულტივირებულია წყნარი ოკეანის კუნძულებზე. მისი სიმაღლე 35 მ, დიამეტრი 1 მ აღწევს. [[ფოთლები]] თათისებრ განკვეთილია, ნაყოფედის მასა 3 - 4 კგ. შეიცავს უთესლო ფორმებს. [[ინდური პურის ხე]] (Artocarpus integer ანუ Artocarpus integrifolia, Artocarpus heterophyllus) სიმაღლე 15 მ აღწევს. მთლიანი ფოთლები აქვს. 30 კგ-იან ნაყოფედს პირდაპირ ღეროზე ისხამს ([[კაულიფლორია]]). პურის ხის ნაყოფედი შეიცავს სახამებელს, შაქრებს და ცხომებს. იჭმება მოხარშული და გამომცხვარი. კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი საკვებია. მერქანს იყენებენ [[ავეჯი]]სა და მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად და საღებავად. ფოთლები და ყვავილი იხმარება სამკურნალოდ.
==ლიტერატურა==
*[[ქსე]], ტ. 8, გვ. 233, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პურის_ხე“-დან