საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

04:21, 17 აგვისტო 2006-ის ვერსია

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი (ფრანგ.: Union astronomique internationale) აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეროვნულ ასტრონომიულ საზოგადოებებს. კავშირი საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრია. ეს არის მეცნიერულ საზოგადოებაში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ავტორიტეტი ვარსკვლავების, პლანეტების, ასტეროიდების და სხვა ციური სხეულებისა და ფენომენისთვის სახელების შერჩევაში და, ამგვარად. ასტრონომიის ოფიციალურ ორგანოდ ითვლება.

ფაილი:IAU logo.jpg
საკ-ის ლოგო.

სამუშაო ჯგუფთა შორისაა პლანეტარული სისტემის ნომენკლატურის მუშა ჯგუფი, რომელის არეგულირებს პლანეტარულ სხეულთა ნომენკლატურისა და სახელების შეთანხმებებს.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი დაარსდა 1919 წელს, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების შერწყმით, რომელიც მოიცავდა ციურ რუკას (Carte du Ciel), მზის კავშირს (Solar Union) და საერთაშორისო დროის ბიუროს (Bureau International de l'Heure). პირველი პრეზიდენტი იყო ბენჯამინ ბელო. კავშირს ამჟამად 9040 ინდივიდუალური წევრი ჰყავს (ანუ პროფესიონალი ასტრონომები), როგორც წესი დოქტორის ხარისხის მფლობელები; 63 ეროვნული წევრი (ანუ ქვეყნები, რომლებიც კავშირთან ფილიალში იმყოფებიან). ამჟამინდელი პრეზიდენტია რონალდ ეკერსი.

საკ-ის XXV გენერალური ასამბლეა ჩატარდა 2006 წლის 14-25 აგვისტოს პრაღაში, ჩეხეთი. ამ ასამბლეაზე კავშირმა გამოიტანა წინადადება პლანეტის განსაზღვრების შეცვლაზე. ახალი განსაზღვრებით მზის სისტემაში 12 პლანეტა უნდა იყოს, მათ შორის ერთი მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდთა სარტყელში.

რესურსები ინტერნეტში