ფოთისა და ხობის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
== ისტორია ==
 
[[საქართველო]]ს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, [[1917]] წელს [[სამეგრელო]]ს რეგიონში განახლდა [[ჭყონდიდის ეპარქია]]. [[1995]] წელს [[საქართველო]]ს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ [[ჭყონდიდის ეპარქია|ჭყონდიდის]], [[ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია|ზუგდიდისა და ცაიშის]], და ფოთის ეპარქიები. [[1996]] წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი [[გრიგოლი (მეუფე)|გრიგოლი]](ბერბიჭაშვილი).
 
[[2002]] წლის [[17 ოქტომბერი|17 ოქტომბრის]] საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. [[2003]] წლის [[18 აგვისტო]]ს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა "ფოთისა და ხობის" ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტად.