ფოთისა და ხობის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფოთისა და ხობის ეპარქია''' მდებარეობს [[სამეგრელოს და ზემო სვ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ფოთისა და ხობის ეპარქია''' მდებარეობს [[სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე]]ში, [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე, ისტორიული [[კოლხეთი]]ს სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: [[ფოთი|ფოთს]], [[ხობის მუნიციპალიტეტი|ხობს]], [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკს]] და მათ მიმდებარე ტერიტორიას.
== ეპარქიის საზღვრები ==
ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია განვცრობილია [[მდინარე რიონი]]სა და [[ხობისწყალი|ხობისწყლის]] ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, [[ეგრისი]]ს დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია|სენაკისა და ჩხოროწყუს]], ჩრდილოეთიდან - [[ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია|ზუგდიდისა და ცაიშის]], სამხრეთიდან - [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის ეპარქიები]], დასავლეთის მხრიდან კი იგი [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] ემიჯნება. რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება.
 
 
== ისტორია ==
 
[[საქართველო]]ს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, [[1917]] წელს [[სამეგრელო]]ს რეგიონში განახლდა [[ჭყონდიდის ეპარქია]]. [[1995]] წელს [[საქართველო]]ს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ [[ჭყონდიდის ეპარქია|ჭყონდიდის]], [[ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია|ზუგდიდისა და ცაიშის]], და ფოთის ეპარქიები. [[1996]] წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი [[გრიგოლი (მეუფე)]](ბერბიჭაშვილი).
 
[[2002]] წლის [[17 ოქტომბერი|17 ოქტომბრის]] საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. [[2003]] წლის [[18 აგვისტო]]ს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა "ფოთისა და ხობის" ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტად.