პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში''', ძვ. წ. 65 წელს, იმ ომების ე...
 
დამატება
ხაზი 5:
მტერი [[არმაზის ციხე|არმაზციხეს]] მიადგა. [[არტაგ II]]-მ არმაზციხე დატოვა, [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა, რომ რომაელთა გადასვლისათვის ხელი შეეშალა. არმაზციხის გარნიზონი იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. შემდეგ პომპეუსმა მტკვრის მთელი მარჯვენა მხარე დაიმორჩილა. არტაგმა პომპეუსს ზავის დადება სთხოვა; თანაც ხიდის აღდგენასა და სურსათის მიცემას შეჰპირდა. ქართლის მეფემ დაპირება შეასრულა, მაგრამ პომპეუსი მაინც გადავიდა მტკვარზე. არტაგმა უკან დაიხია, ამალითა და ჯარის ნაწილით არაგვზე გადავიდა და ხიდი აქაც დაწვა. ქართველთა ჯარის მეორე ნაწილმა პარტიზანული ომი გააჩაღა, ტყეში გაიფანტა და მტერს ხეებიდან უშენდა ისარს. ბრძოლაში ქალებიც მონაწილეობდნენ. ბოლოს პომპეუსის ბრძანებით ტყე გაჩეხეს და ცეცხლი წაუკუდეს. ქართველები დამარცხდნენ. არტაგმა ისევ განაახლდა საზავო მოლაპარაკება და რომაელთა სარდალს ძვირფასი ძღვენი (ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროს მაგიდა) მიართვა.
 
პომპეუსი მეფეს შვილებს სთხოვდა მძევლებლად. არტაგს ეს არ უნდოდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა, მაგრა, რომცა რომაელები არაგვზეც გადავიდნენ, ქართლის მეფემ პომპეუსს შვილები გაუგზავნა და ზავიც დაიდო. ქართლი რომაელთა „მოკავშირედ და მეგობრად“ , ე. ი. ვასალად გამოცხადდა. ბერძენი ისტორიკოსი [[პლუტარქე]] ამ ბრძოლას დიდ ბრძოლას უწოდებდა. მისი ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა 9 ათასი ქართველი, 10 ათასზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა.
 
ქართლის დამორჩილების შემდეგ პომპეუსი კოლხეთში გადავიდა, გზადაგზა ხან ბრძოლით, ხან ცბიერება-დაპირებებით იმორჩილებდა მდინარე რიონის სანაპირო ციხესიმაგრეებს და ასე ჩავიდა ქ. ფაზისში (ახლანდელი ფოთი). აქ მას დახვდა რომაელთა ფლოტი, რომელსაც დაავალა მითრიდატეს დევნა, თვითონ კი უკან გაბრუნდა. პომპეუსმა კოლხეთის (ეგრისის) მმართველად დანიშნა თავისი კაცი არისტარქე. კოლხეთი რომის პროვინციის - ბითინიისა და პონტოს შემადგენლობაში მოექცა.
==წყარო==
*''აპიანე,'' მითრიდატეს ომების ისტორია, თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1959;
*დიონ კასიონის ცნობები საქართველოს შესახებ, . ლომოურის გამოც., თბ., 1966;
*''პლუტარქე,'' რჩეული ბიოგრაფიები, თარგმანი ძვფ. ბერძნულიდან ა. ურუშუძისა, თბ., 1975
==ლიტერატურა==
*''გუჩუა ვ.,'' გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967;
*''მელიქიშვილი გ.,'' საქართველო ახ. წ. I-III სს., წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970;
*''სანიკიძე ლ.,'' პონტოს სამეფო, თბ., 1956;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ., 1, თბ., 1979;
*''ჯავახიშვილი ს.,'' რა მოხდა 2000 წლის წინათ საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
*''გუჩუა ვ.,'' [[ქსე]], ტ. 8, გვ. 156-157, თბ., 1984