პორტალი:ისტორია/რჩეული სტატია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
სქოლიო ამოვიღე
 
ხაზი 2:
'''იბერია''', ''ივერია'', იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც "აღმოსავლეთ იბერია" ან "კავკასიის იბერია" ამავე სახელწოდების "[[იბერიის ნახევარკუნძული|იბერიის ნახევარკუნძულისგან]]" განსასხვავებლად.
ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის.
ტერმინი "''იბერია''" გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული [[ნომეკლატურა]], იგივე სახელს იყენებს [[პირენეის ნახევარკუნძული]]ს აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის [[მარგინალური]]<ref>''მარგინალური''–საზღვრისპირა. რომაელთათვის კავკასიის იბერიაც და პირენეის ნახევარკუნძულიც, უკიდურესი პროვინციები იყო;</ref> ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ "''იმერს''" (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ [[სასპერები|სასპერების]] სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ [[სპერი|სპერის]] ოლქს).
ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) [[ბერძნ.|ბერძნულში]] თანხმოვანი '''ბ''' (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა '''ვ'''-ს (ქართულ [[ვ|ვინს]]). შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით – "''ივერია''". ([[იბერია|სრულად...]])