თხის რქა (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
კლასიკური თხის რქები რბილი ხასიათის და უწყინარები ჩანან, მაგრამ მათი გარეგნობა ნუ მოგატყუებთ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილი იმით, რასაც სხვა ადამიანები წარმატებად თვლიან და მზად არიან იმისთვის, რომ მიაღწიონ რამეს. და რატომაც არა? ისინი ხომ ჰოროსკოპის მე-10 სახლს, წარმატების სახლს, მართავენ? ეს ხომ საკმარისი საბაბია, რომ თხის რქა უნიკალურ ძალას დაეუფლოს? თან ეს მიწის ნიშანია — მეტისმეტად პრაქტიკული, მოწესრიგებული პიროვნებები არიან და სამყაროს გლობალურად აღიქვამენ. ყოველივე ეს, ერთად აღებული, მეტოქეებთან შედარებით, მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს.
 
თხის რქის ბედნიერება დაუოკებელ შრომაშია. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე დიდი მატერიალისტია და ვინაიდან თხის რქა მისი სიმბოლოა, ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მიზნისკენ მიმავალი მისი მომდევნო ნაბიჯი უსაფრთხოა. ყოველი დღე მას წარმატების მწვერვალთან აახლოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას განწყობა უფუჭდება და საკუთარ თავში იკეტება. თხის რქები ქარაფშუტობას ვერ იტანენ. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამჩნევენ თუ არა სხვები მათ შესაძლებლობებს. ისინი ისედაც დიდად აფასებენ საკუთარ თავს. თხას შეიძლება მხოლოდ ერთი რამ აღელვებდეს: მიაღწიოს მწვერვალს და შეუპოვრობით, ამტანობით და მედიდურობით დაძლიოს წინააღმდეგობები.ცნობილი თხის რქები არიან: ისააკ ნიუტონი 04.01.1643 იოჰან კეპლერი 27.12.1571 ლუი პასტერი 27.12.1822 ჯეიმს ჯოული 24.12.1818 ჯეიმს ვატი 19.01.1736 ენტონი ჰოპკინსი 31.12.1937 მონტესკიე 18.01.1689 ჯაკომო პუჩინი 22.12.1858 ენდრიუ კარნეგი 25.12.1835 ფედერიკო ფელინი 20.01.1920 ელვის პრესლი 08.01.1935 დევიდ ბოუეი 08.01.1947 ნოე ორდანია 14.01.1868.
წმ.ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)16.01.1863 კონსტანტინ სტანისლავსკი 17.01.1863 აკაკი კვანტალიანი 27.12.1907
 
<br />