შენობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 1:
'''შენობა''' - [[ნაშენი]]ს ისეთი სახე, სადაც ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია [[სათავსი]]ს (სათავსების) არსებობა, მაგალითად: [[საცხოვრებელი სახლი]], რომლის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისთვის - ცხოვრებისთვის, აუცილებელია სათავსის (სათავსების) არსებობა. საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 ''მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ'' შენობას ამგვარად განმარტავს: „შენობა - ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;“<ref>თავი I. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება, პუნქტი 78., საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 2009 წლის 24 მარტი ქ. თბილისი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.</ref>
 
თავისი დანიშნულებით შენობები განსხვავდება: ფუნქციის, ფორმის, კონსტრუქციის, [[არქიტექტურული სტილი|სტილის]], ტიპის და ა. შ. მიხედვით. არსებობს შემდეგი ფუნქციის შენობები: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, საკულტო, სამრეწველო, ადმინისტრაციული და სხვა, ან შერეული. ფორმის მიხედვით შენობას შეიძლება სხვადასხვა [[გეომეტრია|გეომეტრიული]] მოყვანილობის ფორმა: სწორკუთხა, მრუდე, წრიული, ამორფული და ა. შ., როგორც [[გეგმა]]ში, ისე მოცულობაში ზოგადად. კოსტრუქციის მიხედვით იყოფა: მზიდკედლიანად, კარკასულად და ბაგიროვანად. არსებობს ასობით განსხვავებული სტილის შენობა მოყოლებული ანტიკური ხანიდან: ბერძნული, რომაული, ჩინური, [[რომანული სტილი|რომანული]], [[გოთიკა|გოთიკური]], [[რენესანსი|რენესანსული]], [[კლასიციზმი|კლასიცისტური]], [[ბაროკო]]ს, [[მოდერნი]]ს, [[ბრუტალიზმი|ბრუტალისტური]], [[ჰაი-ტექ არქიტექტურა|ჰაი-ტექი]]ს და ა.შ., ან სულაც შეიძლება იყოს [[ეკლექტიკა|ეკლექტური]]. ტიპის მიხედვით შენობები იყოფა უშუალოდ ფუნქციის, ან სტილის შიგნით. მაგალითად, საკულტო შენობების შემთხვევაში შეიძლება იყოს ბაზილიკური ტიპის, გუმბათოვანი, ჯვრული, ჯვარგუმბათოვანი და ა. შ.
 
შენობების [[ისტორია]] იწყება [[პირველყოფილი საზოგადოება|პრეისტორიულ ხანაში]], როდესაც [[ადამიანი]] გამოვიდა [[გამოქვაბული]]დან და შექმნა პირველი მარტივი თავშესაფარი - [[ფარდული]], [[ხე|ხისგან]] და [[ტყავი|ტყავებისგან]]. ამას მოყვა უფრო რთული - ხისა და [[ალიზი]]ს სახლები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შენობა“-დან