წმინდა მარინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''წმიდა დიდმოწამე მარინე''' (IVს.[[IV საუკუნე|IV]]) (ხსენება 17(30) [[ივლისი]]) – ანტიოქიელი წმინდანი.
{{ვიკიფიცირება}}
'''წმიდა დიდმოწამე მარინე''' (IVს.) (ხსენება 17(30) ივლისი)
 
წმიდა დიდმოწამე მარინე [[პასიდიის ანტიოქიაშიანტიოქია]]ში მცხოვრები წარმართი ქურუმის[[ქურუმი]]ს ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული სარწმუნოების]] ერთგულებით აღზარდა ნეტარი.
 
ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ[[დიოკლეტიანე]]მ ([[284]]-[[305]]) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ [[ქრისტიანი]] იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის[[ქრისტე]]სთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ[[ქალაქი]]სკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.
 
მეორე დღეს წმიდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, [[კერპი|კერპებისთვის]] მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.
 
საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: ღამით მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი [[ჯვარი]] გაბრწყინდა, ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: ''„გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“'' მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარდგა მსაჯულის წინაშე.
 
მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმიდანს, ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და, კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი [[ღმერთი]], [[ეპარქი]] კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს[[ქრისტე]]ს აღიარებდა. მაშინ ათასხუთასი ქრისტიანი ეწამა. წმიდა მარინეს [[თავი]] მოჰკვეთეს.
 
ჯვაროსნების მიერ [[1204]] წელს [[კონსტანტინოპოლი]]ს აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები [[პანტეპონტის მონასტერი|პანტეპონტის მონასტერში]] იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, [[908]] წლამდე ისინი [[ანტიოქია]]ში ესვენა, აქედან კი [[იტალია]]ში გადააბრძანეს. [[ათონი|ათონზე]], ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი [[საქართველო]]ში, [[ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულიისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი|ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში]] ინახება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_მარინე“-დან